Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა პირობა დადო, რომ 10-ნანომეტრიანი Lakefield პროცესორები მობილური Ice Lake-ის გამოსვლის შემდეგ მალევე წარდგებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი გასულ წელს გამოვიდა, Lakefield პროცესორები კი ყველა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ საპრეზენტაცი ნიმუშების სახით. Microsoft-მა უარი თქვა მიმდინარე წელს Lakefield-ზე დაფუძნებულ მოწყობილობა Surface Neo-ზე, Samsung-ი კი უკვე ღიად ახდენს Galaxy Book S-ის მახასიათებლების დემონსტრირებას. ამ სერიის მობილური მოწყობილობები გაყიდვაში გამოვა ივნისში ან ივლისში, მოგვიანებით მათ შეუერთდება Lenovo ThinkPad X1 Fold დასაკეცი OLED-დისპლეით. 

image.png 

Intel-მა ამჯერად ოფიციალურად გაასაჯაროვა Lakefield მოდელების ასორტიმენტი და მახასიათებლები. სულ შემოთავაზებულია ორი პროცესორი უვეულო დასხელებებით - Core i5-L16G7 და Core i3-L13G4. როგორც ცნობილია, ამ სერიის პროცესორებს აქვთ Sunny Cove  არქიტექტურის 1 ბირთვი და Tremont არქიტექტურის მქონე ოთხი ეკონომიური ბირთვი. პროცესორები წარმოდგენილია Gen 11 გრაფიკი და წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა Foveros სივრცითი განლაგება მოიაზრებს 22-ნანომეტრიან ფენას, რომელზეც განთავსდა სხვადასხვა სახის კონტროლერი და კომპონენტი. 

პროცესორები განსხვავდება გამომთვლელი ბირთვის ტაქტის სიხშირეებითა და  გრაფიკის ბლოკებით. გარდა ამისა, Core i5-L16G7 მოდელს აქვს DL Boost ბრძანებათა ნაკრების მხარდაჭერა. 8 გბ მოცულობის LPDDR4X-4267 ტიპის მეხსიერება ორივე პროცესორში ინტეგრირებულია შეფუთვის ზედა ნაწილში, რომელთა ჯამური ზომა არ აღემატება 12 х 12 х 1მმ-ს. მომხმარებლის სურვილის შემხვევაში შესაძლებელია მეხსიერების შემცირება 4 გბ-მდე, თუმცა Lakefield-სერიაში ამგვარი მოდელები ჯერჯერობით შემოთავაზებული არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.