Jump to content

Recommended Posts

Posted

საუდის არაბეთის მეცნიერებმა ჩაატარეს მთელი რიგი ექსპერიმენტები მცირე სფეროს ფორმის მზის ელემენტებით. მრგვალი ფორმა საშუალებას იძლევა უკეთ იქნას დაჭრილი არეკლილი და გაფანტული მზის სხივი. საწარმოო მზის ფერმებისთვის ეს გადაწყვეტილება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა სფეროსებრი ელემენტები შესაძლოა ნამდვილი მიგნება გახდეს სხვადასხვა სახით გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

King Abdullah University of Science and Technology უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა გააფართოვა საქმიანობის სფერო სხვადასხვა დონის სიმრუდის მქონე მზის პანელების დამზადების კუთხით. კერძოდ, მათ ააწყეს მზის ელემენტი, რომელსაც აქვს სფეროს ფორმა, ზომით ჩოგბურთის ბურთის ტოლია და უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარეს მისი გამოყენებით. შედეგად შეიქმნა „გოფრირებული“ ბრტყელი პანელების ტექნოლოგია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ლაზერით იქმნება ღარები სილიკონის საფარზე და ამ ღარების ადგილზე ხდება პანელების უსაფრთხო გამრუდება. 

ერთნაირი ფართობის მქონე ბრტყელი და სფეროსებრი ელემენტების იდენტურ პირობებში შენობაში ხელოვნური მზის განათებით მუშაობის შედარებისას აღმოჩნდა, რომ პირდაპირი განათებისას სფეროსებრი ელემენტი უზრუნველყოფს 24 %-ით მეტ გამომავალ სიმძლავრეს ტრადიციულ ბრტყელ პანელთან შედარებით. მზის სხივებით ელემენტების გაცხელების შემდეგ მრგვალი ელემენტის უპირატესობა 39 %-მდე იზრდება. ეს ფაქტი დაკავშირებულია იმასთან, რომ გაცხელება ამცირებს პანელების მარგი ქმედების კოეფიციენტს, სფეროსებრი ფორმა კი უკეთ გასცემს სითბოს  და ნაკლებად ზიანდება გაცხელებისას, უფრო დიდხანს ხდება მარგი ქმედების კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებლის შესარჩუნება. 

როდესაც მრგვალი და რტყელი ელემენტები აგროვებდნენ გაფანტულ სინათლეს, მრგვალი ელემენტის გამომავალი სიმძლავრე 60 %-ით მეტი იყო ბრტყელთან შედარებით. სწორად შერჩეულ ამრეკლავ ფონით მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაუტარეს სხვადასხვა ბუნებრივ და ხელოვნურ მასალს, სფერულმა მზის ელემენტმა წარმოქმნილი ენერგიის თვალსაზრისით 100 %-ით გაუსწრო ბრტყელ პანელს. 

მკვლევარების აზრით სფეროსებრმა მზის ელემენტებმა შესაძოა ბიძგი მისცეს ინტერნეტ-ნებისა და სხვა ავტონომიური ელექტრონიკის განვიარებას. ისინი გამოსაყენებლად ბრტყელ პანელებზე იაფი იქნება. მრგვალ ბატარეებს არ სჭირდება მზისთვი თვალყურის დევნების სისტემა, ასევე მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელი იქნება შენობებში. 

კვლევის შემდგომ ეტაპზე მეცნიერები აპირებენ შეამოწმონ მრგვალი პანლების ეფექტურობა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში შესაძლო განათების ფართო სპექტრში. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ შექმნიან დიდი ფართობის მქონე სფეროსებრ ელემენტებს: 9-დან 90 მ2-მდე. 

საბოლოოდ, მეცნიერები გეგმავენ გამოკვლიონ ზედაპირის სხვადასხვა სიმრუდის ფორმები და იმედოვნებენ, რომ იპოვიან იდეალურ გადაწყვეტილებას გამოყენების კონკრეტული სფეროებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.