Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო რამდენიმე თვეში ამერიკული კომპანია AMD-ის ბევრმა პარტნიორმა წარადგინა Radeon RX 5600 XT ვიდეო დაფის საკუთარი ვერსიები. რამდენიმე მათგანი მეტად წარმატებული გამოვიდა, ზოგიერთი კი პირიქით. გამომცემლობა TechSpot-მ გადაწყვიტა დაესახელებინა საუკეესო მოდელები, ასევე მოდიფიკაციები, რომლებსაც მომხმარებლებმა უმჯობესია თავი აარიდონ. 

image.png 

მაშ ასე, ფასისა და ხარისხის შეფარდების მიხედვით ყველაზე წარმატებულ ვიდეო დაფად აღიარებულ იქნა Sapphire Pulse RX 5600 XT. მისი ფასია დაახლოები 280 აშშ დოლარი. საუკეთესო წარმადობას Tech Spot-ის აზრით უზრუნველყოფს მოდელი MSI Radeon RX 5600 XT Gaming X, თუმცა მისი ფასია 330 აშშ დოლარი, რის გამოც MSI-ს ვიდეო დაფა საუკეთესო არჩევნად არ ითვლება, რადგანაც ამავე ფასად შესაძლებელია Radeon RX 5700 ამაჩქარებლის ყიდვა. 

კომპაქტურ ადაპტერებში ოპტიმალურ ვარიანტად დასახელდა PowerColor Red Dragon Radeon RX 5600 XT, რომლის ფასი 290 აშშ დოლარია. Tech Spot ალტერნატიულ მოდელად განიხილავს ამავე კომპანიის მეორე დაფას - Radeon RX 5600 XT ITX. 

რაც შეეხება ვიდეო დაფების ყველაზე ცუდ ვარიანტებს, ამ შემხვევაში პირველ რიგში აღინიშნება სამი მოდელი: XFX THICC II Pro, MSI Mech და Gigabyte WindForce. პირველი მათგანი ზარალდება მაღალი ტემპერატურისგან, დანარჩენი ორი კი ცხელდება და მეტად ხმამაღალი მუშაობა ახასიაებთ. გამომცემლობა მომხმარებლებს აძლევს ასევე რეკომენდაციას, რომ თავი აარიდონ ASRock Challenger D მოდელს. ეს ამაჩქარებელი ექსპერტებს არ გაუტესტავთ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.