Jump to content

Recommended Posts

Posted

ბავარიული მანქანათმშენებელი კომპანია BMW სრული ძალით ემზადება ელექტრო ქროსოვერ iX3-ის სერიული წარმოებისთვის, რომელიც ზაფხულის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ელექტრომობილის ოფიციალური ფოტოები. 

image.jpeg 

რესურს Top Gear-ის ინფორმაციით ელექტრომობილი შეესაბამება ევროპისა და ჩინეთის ელექტრომობილების სტანდარტებსა და მოთხოვნებს, მან ასევე გაიარა 340-საათიანი შემოწმება, რომლის ფარგლებში ოთხი კვირის განმავლობაში მანქანამ განვლო 7700 კილომეტრი. ტესტირებები დასრულდა და ამჟამად ხორციელდება საბოლოო ცვლილებები მეორასე საგამოცდო ნიმუშზე. 

image.jpeg 

ახალი ელექტრომობილი იწარმოება ქარხანა Dadong-ში, სადაც ამჟამად ხდება შიდაწვის ძრავის მქონე მოდელ BMW X3-ის წარმოება. ელექტრომობილის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება. 

image.jpeg 

BMW iX3 მოდელის კონცეპტის წარდგენა მოხდა 2018 წელს და იმ დროს მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს იქნება პირველი ელექტრომობილი, რომელიც დამყარებული იქნება მეხუთე თაობის პლატფორმა BMW eDrive-ზე, რომელიც უზრუნველყოფს გავლის დიდ მარაგს. 

როგორც BMW ამტკიცებს, 74 კვტ/სთ მოცულობის აკუმულატორი უზრუნველყოფს 440 კილომეტრი მანძილის გავლის მარაგს. საუბარია WLTP სტანდარტის შესაბამის მაჩვენებელზე, რომელიც ხშირად რთულად მიღწევადია რეალურ პირობებში მძღოლების უმეტესობისთვის. ერთ დამუხტვაზე რეალური გარბენი, როგორც მოსალოდნელია, გაცილებით ნაკლები - დაახლოებით 360 კილომეტრი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.