Jump to content

Recommended Posts

Posted

სმარტფონებისთვის განკუთვნილი გეიმინგ კონტროლერი ბოლო CES-გამოფენაზე რატომღაც ჩაიკარგა წარმოდგენილ დიდი რაოდენობის გაჯეტებს, 5G მარშრუტიზატორებსა და მასიურ სიმულატორებს შორის. მოულოდნელად Razer-ის ახალი კონტროლერი უკვე გაყიდვაში გამოვიდა და ღირს 80 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ეს არ არის პირველი გეიმინგ პერიფერიული მოწყობილობა სმარტფონებისთვის და არც ამ კონკრეტული ფორმ-ფაქტორის პირველი დივაისი. თუმცა, როდესაც ასეთ პროდუქტს უშვებს ისეთი კომპანია, როგორიცაა Razer, რომელსაც გეიმერებს შორის პოპულარობა და პატივისცემა აქვს მოპოვებული -  ახალი მოწყობილობით იგი ადვილად მიქცევს მომხმარებლების ყურადღებას. 

აქსესუარი უკვე იყიდება 80 აშშ დოლარად -  ამჟამად არსებული ვერსია თავსებადია ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ყველაზე იაფი პროდუქტი ამ კატეგორიაში, Razer-ის მოწყობილობები, როგორც წესი, არ ღირს იაფი, თუმცა Kishi-მ უკვე მიიღო დადებითი გამოხმაურებები ინტერნეტში. 

გარდა ამისა, მალე გამოვა Razer Kishi-ს ვერსია iPhone-ისთვის. მოსალოდნელია, რომ იგი გაიყიდება მიმდინარე ზაფხულიდან. 

უნდა აღინიშნოს, რომ Razer Kishi სმარტფონს დაუკავშირდება USB-C პორტით, რაც უზრუნველყოფს Bluetooth-ზე მომუშავე ანალოგიურ აქსესუარებთან შედარები ნაკლებ შეფერხებას გეიმინგ პროცესში. გაჯეტი ასევე მუშაობს სერვის Stadia-სთა, რაც კარგი ბიძგი იქნება Google-ის ქლაუდ-სერვისის განვითარებისთვის, რომელსაც ჯერ არ მოუპოვებია საჭირო პოპულარობა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.