Magdalena Posted June 10, 2020 Posted June 10, 2020 ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების ჰაკერ-გამომძალველებმა გამოსასყიდის საშუალო თანხა 200%-ით გაზარდეს - ნათქვამია კომპანია Crypsis Group-ის ანგარიშში. 2019 წელს გამოსასყიდის საშუალო მოცულობა 115 123 აშშ დოლარი იყო. საშუალო მოცულობა 300%-ით გაიზარდა 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ და მიაღწია 21 700 აშშ დოლარს. გამოსასყიდის საშუალო მოცულობის ზრდის დინამიკა 2018 და 2019 წლებში ანალიტიკოსების აზრით, ჰაკერები ყველაზე ხშირად უტევდნენ საწარმოებს და ფოკუსირებულნი იყვნენ მაქსიმალურად მდიდარ მსხვერპლებზე. ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ჰაკერებმა მოითხოვეს 15 მლნ აშშ დოლარი კომპანიისგან, რომელიც უზრუნველყოფდა მონაცემთა ცენტრის მომსახურებასა და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. Crypsis-ში ხაზს უსვამენ, რომ შეტევების დაახლოებით ნახევარი განხორციელდა დისტანციური სამუშაო ადგილის პროტოკოლის (RDP) გამოყენებით. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს დაკავშირება დისტანციურ მოწყობილობასთან ოპერაციული სისტემა Windows-ის ბაზაზე. არასწორი კონფიგურაციის დროს RDP უზრუნველყოფს შესანიშნავ შესაძლებლობებს თავდამსხმელებისთვის. ასევე მეტად პოპულარულია შეტევები, რომლებიც რეალიზდება სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, ასეთია მაგალითად ფიშინგი. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ გამომძალველი ვირუსებისგან ყველაზე ხშირად ზარალდებიან ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები (შემთხვევების 22%) და საწარმოო დაწესებულებები (შემთხვევების 13%). მაისში ევროპის უმსხვილესი კერძო კლინიკების ქსელი დაზარალდა ვირუს Snake-ის შედეგად. https://bit.ly/3dN8chI Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.