Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების ჰაკერ-გამომძალველებმა გამოსასყიდის საშუალო თანხა 200%-ით გაზარდეს - ნათქვამია კომპანია Crypsis Group-ის ანგარიშში. 

2019 წელს გამოსასყიდის საშუალო მოცულობა 115 123 აშშ დოლარი იყო. საშუალო მოცულობა 300%-ით გაიზარდა 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ და მიაღწია 21 700 აშშ დოლარს. 

image.jpeg 

გამოსასყიდის საშუალო მოცულობის ზრდის დინამიკა 2018 და 2019 წლებში 

ნალიტიკოსების აზრით, ჰაკერები ყველაზე ხშირად უტევდნენ საწარმოებს და ფოკუსირებულნი იყვნენ მაქსიმალურად მდიდარ მსხვერპლებზე. ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ჰაკერებმა მოითხოვეს 15 მლნ აშშ დოლარი კომპანიისგან, რომელიც უზრუნველყოფდა მონაცემთა ცენტრის მომსახურებას და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 

Crypsis-ში ხაზს უსვამენ, რომ შეტევების დაახლოებით ნახევარი განხორციელდა დისტანციური სამუშაო ადგილის პროტოკოლის (RDP) გამოყენებით. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს დაკავშირება დისტანციურ მოწყობილობასთა ოპერაციული სისტემა Windows-ის ბაზაზე. არასწორ კონფიგურაციის დროს RDP უზრუნველყოფს შესანიშნავ შესაძლებლობებ თავდამსხმელებისთვის. 

ასევე მეტად პოპულარულია შეტევები, რომლებიც რეალიზდება სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, ასეთია მაგალიად ფიშინგი. 

ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ გამომძალველი ვირუსებისგან ყველაზე ხშირად ზარალდებიან ჯანდაცვის სფეროშ მოქმედი ორგანიზაციები  (შემხვევების 22%) და საწარმოო დაწესებულებები (შემთხვევების 13%). 

მაისში ევროპის უმსხვილესი კერძო კლინიკების ქსელი დაზარალდა ვირუს Snake-ის შედეგად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.