Jump to content

Recommended Posts

Posted

მაისის შეჯამებით Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია 558 მლრდ აშშ დოლარს, კრიპტოსავალუტო ოფციონების შესაბამისმა მაჩვენებელმა კი შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი. 

დიაგრამაზე ასახულია მაისში Bitcoin-ოფციონებით ვაჭრობის მოცულობის მკვეთრი ზრდა  მარტსა და აპრილში გარკვეული შემცირებების შემდეგ: 

image.png 

კრიპტო-ოფციონების ზრდის მიუხედავად ეს სეგმენტი ჯერ კიდევ მცირეა ფიუჩერსებსა და სპოტ-ბაზართან შედარებით. მაგალითად, ამ უკანასკნელის ბრუნვამ მაისში, 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

თუმცა, თუკი განვიხილავთ სპოტ-მოცულობისა და ოფციონების უერთიერთშეფარდებას, ტრენდი აშკარად აღმავალია. ეს მიგვითითებს კრიპტოინდუსტრიის ახალი ინსტრუმენტების პოპულარობის ზრდაზე. 

image.png 

სპოტ-ბაზარზე ვაჭრობის ჯამური მოცულობა მარტთან შედარებით ნაკლებია. 

image.png 

დიაგრამაზე მოცემულია Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის დინამიკა თვეების მიხედვით. შეინიშნება მაჩვენებლის ძლიერი ზრდა მაისში ანალოგიურ საბაზრო ოფციონებთან შედარებით. 

 

image.png 

ამრიგად, დერივატივების ბაზარი ჯამში გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე სპოტ-ბაზარი. The Block-ის ანალიტიკოსის, ლარი ჩერმაკის აზრით ამ ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზია კრიპტოვალუტების სეგმენტის თანდათანობითი ინსტიტუციონალიზაცია, რაც ხელს უწყობს თანხის შემოდინებას. 

შეგახსენებთ, რომ მაისში Bitcoin-ის ოფციონების მიმართ მთლიანმა ღია ინტერესმა გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.