Magdalena Posted June 6, 2020 Posted June 6, 2020 ტექნიკური და ფუნდამენტური ფაქტორები Bitcoin-ის სამომავლო ზრდაზე მეტყველებს და არსებობს ალბათობა, რომ მიმდინარე წელს იგი გავა ახალ რეკორდზე 20 ათას აშშ დოლარს ზევით. ამის შესახებ ნათქვამია Bloomberg Intelligence-ის საბირჟო საქონლის ბაზრების უფროსი ანალიტიკოსის, მაიკ მაკგლოუნის ანგარიშში. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც შესაძლოა პირველი კრიპტოვალუტის ზრდის კატალიზატორი გახდეს, იგი ასახელებს Bitcoin-ის, როგორც აქტივის ზრდას, ფიუჩერსების ღია პოზიციების მზარდ მოცულობასა და ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინეტერესის მუდმივ ზრდას. მაკგლოუნი ამბობს - იმისთვის, რომ Bitcoin-ის ფასი არ გაიზარდოს, ”რაღაც რადიკალურად ცუდი უნდა მოხდეს“ და არ გამორიცხავს, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 28 ათას აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწიოს. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და ცენტრალური ბანკების მხრიდან განხორციელებულმა “რაოდენობრივმა შემსუბუქებებმა” შეამცირა კრიპტოვალუტის არასტაბილურობა. „Bitcoin-ის ფასის რყევა დაახლოებით ორჯერ მეტია Nasdaq-თან შედარებით. როდესაც კრიპტოვალუტის ფასი და ინდექსი პირველად გადაიკვეთა 2017 წელს, ეს მაჩვენებელი შვიდჯერ მეტი იყო“ - წერს ანალიტიკოსი. ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესებთან მიმართებაში კი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სხვა მონაწილეები რომ არ მივიღოთ მხედველობაში, თუნდაც ჯერ მარტო კომპანია Grayscale ახდენს ბაზარზე არსებული მონეტების 25%-ის გამოსყიდვას. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო. Bitcoin-ის კოტირების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი მაკგლოუნის აზრით გახლავთ Tether-ის (USDT) სწრაფი ზრდა. გასული წლის მაისში Stablecoin-ის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რომელიც 10 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მიანიშნებს კრიპტოვალუტების უფრო ფართოდ გამოყენებაზე. მაკგლოუნის აზრით Tether-ის სამომავლო ზრდას ბევრი ვერაფერი შეაფერხებს. ანალიტიკოსი ელის, რომ Stablecoin-ი აუცილებლად გაუსწრებს Ethereum-ს კაპიტალიზაციის მხრივ. შეგახსენებთ, რომ მაისის ჰალვინგიდან ათი დღის შემდეგ მაკგლოუნმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა ფსიქოლოგიური 10 ათას აშშ დოლარი ნიშნულის ზემოთ, რაც რეალურად მოხდა კიდეც მიმდინარე კვირაში, თუმცა კოტირებები მალევე დაეცა. https://bit.ly/2MBHTit Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.