Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ტექნიკური და ფუნდამენტური ფაქტორები Bitcoin-ის სამომავლო ზრდაზე მეტყველებს და არსებობს ალბათობა, რომ მიმდინარე წელს იგი გავა ახალ რეკორდზე 20 ათას აშშ დოლარს ზევით. ამის შესახებ ნათქვამია Bloomberg Intelligence-ის საბირჟ საქონლის ბაზრების უფროსი ანალიტიკოსის, მაიკ მაკგლოუნის ანგარიშში. 

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც შესაძლოა პირველი კრიპტოვალუტის ზრდის კატალიზატორი გახდეს, იგი ასახელებს Bitcoin-ის, როგორც აქტივის ზრდას, ფიუჩერსების ღია პოზიციების მზარდ მოცულობასა და ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრდან ინეტერესის მუდმივ ზრდას. 

მაკგლოუნი ამბობს -  იმისთვის, რომ Bitcoin-ის ფასი არ გაიზარდოს, ”რაღაც რადიკალურად ცუდი უნდა მოხდეს“ და არ გამორიცხავს, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 28 ათას აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწიოს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და ცენტრალური ბანკების მხრიდან განხორციელებულმა რაოდენობრივმა შემსუბუქებებმა შეამცირა კრიპტოვალუტის არასტაბილურობა. 

Bitcoin-ის ფასის რყევა დაახლოებით ორჯერ მეტია Nasdaq-თან შედარებით. როდესაც კრიპტოვალუტის ფასი და ინდექსი პირველად გადაიკვეთა 2017 წელს, ეს მაჩვენებელი შვიდჯერ მეტი იყო“ - წერს ანალიტიკოსი. 

ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესებთან მიმარებაში კი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სხვა მონაწილეები რომ არ მივიღოთ მხედველობაში, თუნდაც ჯერ მარტო კომპანია Grayscale ახდენს ბაზარზე არსებული მონეტების 25%-ის გამოსყიდვას. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო. 

Bitcoin-ის კოტირების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი მაკგლოუნის აზრით გახლავთ Tether-ის (USDT) სწრაფი ზრდა. გასული წლის მაისში Stablecoin-ის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რომელიც 10 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მიანიშნებს კრიპტოვალუტების უფრო ფართოდ გამოყენებაზე. 

მაკგლოუნის აზრით Tether-ის სამომავლო ზრდას ბევრი ვერაფერი შეაფერხებს. ანალიტიკოსი ელის, რომ Stablecoin-ი აუცილებლად გაუსწრებს Ethereum-ს კაპიტალიზაციის მხრივ. 

შეგახსენებთ, რომ მაისის ჰალვინგიდან ათი დღის შემდეგ მაკგლოუნმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა ფსიქოლოგიური 10 ათას აშშ დოლარი ნიშნულის ზემოთ, რაც რეალურად მოხდა კიდეც მიმდინარე კვირაში, თუმცა კოტირებები მალევე დაეცა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.