Magdalena Posted June 6, 2020 Posted June 6, 2020 ნახევრადგამტარი პროდუქციის ტაივანურმა კომპანია TSMC-მა მიიღო ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გვევლინება, როგორც ტაივანური Bell Labs-ის ვერსია. პროექტი ყველაზე მასშტაბურია ყველა იმ მშენებლობას შორის, რომელიც რეალიზდა სინჩჟუს სამეცნიერო პარკში ბოლო 20 წლის განმავლობაში. იგი მიმართულია მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის პროდუქციის დამზადების პროცესის განვითარებისკენ. მთავარი ყურადღება დაეთმობა 3- და 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესებს მაღალხარისხიანი ნახევრადგამტარი პროდუქციის წარმოებისთვის. ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შექმნის 8 ათას სამუშაო ადგილს, საწარმოო ფართობი დაიკავებს ხელმისაწვდომი 32 ჰექტრიდან 18.7 ჰექტარს. ამჟამად TSMC-ს შეუძლია თავი მოიწონოს 6 ათასი ადამიანისგან შემდგარი საკადრო რეზერვით. დაგეგმილია, რომ ახალი პროექტი მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს TSMC-ის აქციების ფასი გაიზარდა თვიურ მაქსიმუმამდე და მიაღწია 306 ტაივანურ დოლარს (10,23 აშშ დოლარი). მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს TSMC-ის შემოსავალი 14-19%-ით გაიზრდება, რაც გამყარებული იქნება მოწინავე ტექნოლოგიებითა და ისეთი მსხვილი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა Apple, AMD, NVIDIA, Qualcomm და MediaTek - არსებული მოთხოვნის შედეგად. https://bit.ly/2Y6clH5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.