Jump to content

Recommended Posts

Posted

ნახევრადგამტარი პროდუქციის ტაივანურმა კომპანია TSMC-მა მიიღო ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გვევლინება, როგორც ტაივანური Bell Labs-ის ვერსია. 

image.jpeg 

პროექტი ყველაზე მასშტაბურია ყველა იმ მშენებლობას შორის, რომელიც რეალიზდა სინჩჟუს სამეცნიერო პარკში ბოლო 20 წლის განმავლობაში. იგი მიმართულია მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის პროდუქციის დამზადების პროცესის განვიარებისკენ. მთავარი ყურადღება დაეთმობა 3- და 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესებს მაღალხარისხიანი ნახევრადგამტარი პროდუქციის წარმოებისთვის. 

ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შექმნის 8 ათას სამუშაო ადგილს, საწარმოო ფართობი დაიკავებს ხელმისაწვდომი 32 ჰექტრიდან 18.7 ჰექტარს. ამჟამად TSMC-ს შეუძია თავი მოიწონოს 6 ათასი ადამიანისგან შემდგარი საკადრო რეზერვით. დაგეგმილია, რომ ახალი პროექტი მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. 

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს TSMC-ის აქციების ფასი გაიზარდა თვიურ მაქსიმუმამდე და მიაღწია 306 ტაივანურ დოლარს (10,23 აშშ დოლარი). მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს TSMC-ის შემოსავალი 14-19%-ით გაიზრდება, რაც გამყარებული იქნება მოწინავე ტექნოლოგიებითა და ისეთი მსხვილი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა Apple, AMD, NVIDIA, Qualcomm და MediaTek - არსებული მოთხოვნის შედეგად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.