Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს ახალი მაღალი წარმადობის ვიდეო დაფები კოდური დასახელებით - Big Navi. მათ შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა, ერთ-ერთი მათგანის თანახმად ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon 6900ХТ (წინასწარი სახელწოდება) შეძლებს სათანადო კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 3080 Ti-ს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობი არაოფიციალურია, რადგანაც ზუსტი მონაცემები არ გაჟღერებულა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ AMD-ის წარმომადგენლების მიერ გამოცხადებული ოფიციალური ინფორმაციით. 

image.png 

ონლაინ-ტრანსლაციის მსვლელობისას  AMD-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერსონალური კომპიუტერების მფლობელები ახალ RDNA 2 არქიტექტურაზე წვდომას მიიებენ იმაზე ადრე, ვიდრე იგი მომდევნო თაობის კონსოლებისთვის გამოვა. ამასან დაკავშირებით დაზუსტდა, რომ გეიმინგ კონსოლებს შესაბამისი არქიტექტურით წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ. ასევე ცნობილია, რომ Big Navi - ეს არის ფლაგმანური პროდუქტი, რომელიც ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი. მასში ავმოყრილია უახლესი მიღწევები, რის შედეგა პროდუქტი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ენთუზიასტებისთვის. 

უფრო მეტიც, ოდნავ მოგვიანებით მასობრივი მომხმარებელიც კი შეძლებს წვდომა მიიღოს ახალ არქიტექტურაზე, რადგანაც RDNA 2 დროთა განმავლობაში სრულიად შეავიწროვებს ამჟამად არსებულ მოდელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ მეტად პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც იმედს იძლევა, რომ AMD შეძლებს NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას არა მხოლოდ დაბალი ფასის სეგმენტში, არამედ მაღალი წარმადობის მოდელებშიც, სადაც ბოლო პერიოდია „წითლები“ ფაქტობრივად არ არიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება ენთუზიასტებზე გათვლილ საუკეთესო პროდუქტს, არაოფიციალური ინფორმაციით იგი მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.