Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ის ხელმძღვანელობამ ისაუბრა RDNA 2 არქიტექტურის ბაზაზე არსებული საშუალო საფასო კატეგორიის ვიდეო დაფების ასორტიმენტის გაფართოებაზე. ცნობილია მნიშვნელოვანი დაზუსტებები: მიმდინარე წელს ექსპანსია დაიწყება ფლაგმანური პროდუქტი Big Navi-თ, ეტაპობრივად კი RDNA 2 გამოჩნდება ჰიბრიდულ პროცესორებშიც. 

image.png 

მსგავსი სიახლეები Bank of America Securities-ის ღონისძიებაზე გააჟღერა  AMD-ის ფინანსურმა დირექტორმა Devinder Kumar-მა. მან სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს არა მხოლოდ ცენტრალური პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, ასევე RDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკული პროცესორები. მან დააკონკრეტა, რომ ფლაგმანური პროდუქტი Big Navi პირველ რიგში გამოვა RDNA 2 არქიტექტურის მქონე წარმომადგენლებს შორის.  

Devinder Kumar-ის თქმით ფლაგმანური პროდუქტი უნდა გახდეს მომხმარებლებისთვის მიმზიდველი, რაც განაპირობებს RDNA 2 რქიტექტურის მქონე სხვა გრაფიკული მოდელების წარმატებით რეალიზაციას. თავდაპირველ ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება საშუალო და მაღალი ფასის მოდელები. RDNA 2 არქიტექტურა მოხვდება არა მხოლოდ Sony-ს და Microsoft-ის ახალი თაობის გეიმინგ კონსოლებში, არამედ AMD-ის ჰიბრიდულ პროცსორებშიც 

არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ წინა თაობის Vega არქიტექტურა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოყენებული ჰიბრიდულ პროცესორებში და მხოლოდ 2022 წლიდან დაუთმობს ადგილს RDNA 2-ს. არ უნდა დაგვავიწყდეს Samsung-ის გეგმაც, რომელიც აპირებს RDNA გრაფიკის გამოყენებას თავის მობილურ პროცესორებში. კომპანია მას გამოიყენებს AMD-სგან ლიცენზიის მიების შემდეგ. 

Posted

დროზე ქნან თორე ნვიდიას დომინაცია კიდე გაიზრდება როგორც ფასები ტოპოვი მოდელებზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.