Magdalena Posted June 3, 2020 Posted June 3, 2020 ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის შვეიცარიულმა სამსახურმა (FINMA) დაადასტურა კერძო კლიენტებზე ორიენტირებული Baumann Bank-ისა და Incore Bank-ის განაცხადები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სერვისების ფართო სპექტრი კრიპტოვალუტების გამოყენებით. ციფრული აქტივებით ვაჭრობისა და შენახვის ლიცენზიის მიღების შედეგად ბანკი Maerki Baumann თავდაპირველად თავის მომხმარებლებს წარუდგენს ვაჭრობის შესაძლებლობას Bitcoin-ით, Ethereum-ით, Bitcoin Cash-ით (BCH), Litecoin-ითა (LTC) და Ripple-ით (XRP). სამომავლოდ იგეგმება სავაჭრო პლატფორმაზე ERC20-ტოკენების დამატება. Maerki Baumann ციფრული აქტივების სფეროში 2019 წლის აპრილიდან მუშაობს, უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოსავალუტო კომპანიებისთვის და ახორციელებს ICO და Security Token Offering (STO) ადმინისტრირებას. გასული წლის მიწურულს ფინანსური დაწესებულების მართვის ქვეშ იმყოფებოდა 8-მილიარდნახევარი CHF (8.84 მლრდ აშშ დოლარი). „ეჭვი არ გვეპარება, რომ ციფრული აქტივები მომავალში მყარად დაიკავებენ ადგილს სერტიფიცირებული ფინანსური მრჩევლებისა და აქტივების მართვის კომპანიების მიერ შემოთავაზებული აქტივების ჩამონათვალში“ - განაცხადეს ბანკის წარმომადგენლებმა FINMA-ს ლიცენზიის მიღების შემდეგ. მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზიის მიმღები მეორე ბანკი Incore სპეციალიზებულია აუთსორსინგ-სერვისებზე ფინანსურ დაწესებულებებში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ანგარიშგებას, შენახვას, გადახდებს, საბუღალტრო მომსახურებას, მოთხოვნებზე დაკვირვებასა და საგადახდო დახმარებას. Incore-ის პარტნიორია კრიპტოსავალუტო აქტივების მმართველი კომპანია Crypto Finance. ახლადშექმნილი ციფრული მომსახურების განყოფილების მომხმარებლებისთვის სრულად არის განცალკევებული ანგარიშები. ციფრული აქტივებით ვაჭრობის, შენახვისა და გადარიცხვის პარალელურად Incore-ისთვის მინიჭებული ლიცენზია მოიცავს აქტივების ტოკენიზაციას. შედეგად ბანკი გახდება შვეიცარიაში პირველი ფინანსური დაწესებულება, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ახალი ტიპის აქტივებთან წვდომას. აპრილში შვეიცარიულმა ჰოლდინგმა Crypto Finance AG დაფინანსების B სერიაში მოიზიდა 14-მილიონნახევარი აშშ დოლარი FINMA ბროკერ-დილერის ლიცენზიის მისაღებად. ლიცენზია განკუთვნილია კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ორგანიზებისთვის მსხვილი მოთამაშეებისთვის, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის. https://bit.ly/3eHDnen
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now