Jump to content

Recommended Posts

Posted

განახლებულ Omen 15 ლეპტოპებთან ერთად კომპანია HP-მ წარადგინა ხელმისაწვდომი გეიმინგ ლეპტოპი Pavilion Gaming 16. ახალი მოწყობილობა ხასიადება საკმაოდ დიდი ეკრანითა და კომპაქტური გაბარიტებით. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 16,1-დუიმიანი IPS-ეკრანი Full HD გაფართოებით. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/2, აქვს 72 %-იანი NTSC ფერთა გამა. დისპლეის გარს აკრავს თხელი ჩარჩოები, რის ხარჯზე ლეპტოპის გაბარიტები ოდნავ აღემატება ტიპური 15,6-დუიმიანი ლეპტოპის გაბარიტებს. 

image.jpeg 

Pavilion Gaming 16-ს საფუძვლად უდევს Intel Comet Lake-H პროცესორები. მოდიფიკაციის მიხედვით შეიძლება მოცემული იყოს ოთხბირთვიანი Core i5-10300H ან ექვსბირთვიანი Core i7-10750H. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ვიდეო დაფები NVIDIA GeForce GTX 1660 Ti ან RTX 2060. ორივე შემხვევაში მოცემულია Max-Q მოდიფიკაცია. 

image.jpeg 

ამჟამად წარმოდგენილი მოდელების ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 ან 12 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD და მყარი დისკები, ასევე მათი ერთობლიობა. გარდა ამისა, Pavilion Gaming 16 შეიძლება აღიჭურვოს სწრაფი Intel Optane დისკით. 

image.jpeg 

გეიმინგ ლეპტოპი Pavilion Gaming 16 მიმდინარე თვეში გამოვა და 800 აშშ დოლარად გაიყიდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.