Jump to content

Recommended Posts

Posted

ვებ-გვერდ Pcgamesn-ის ექსპერტები ხშირად ახდენენ ოპტიმალური კომპონენტების შეჯამებას. ამჯერად მათ გამოარკვიეს, რომელი SSD შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურად არა მხოლოდ საფასო კატეგორიის მხრივ, არამედ საერთო ჯამში, ასევე ფასისა და წარმადობის შეფარდების კუთხით. 

image.png 

ოპტიმალური ვარიანტი: Samsung 970 EVO Plus – 512 გბ - https://amzn.to/2Aqv6gi 

ეს მოდელი არ მიეკუთვნება ბიუჯეტურ კატეგორიას, თუმცა არც ძვირადღირებულია სხვა მოდელებივით. შეიძება იქვას, რომ ეს გახლავთ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო შემოავაზება ცნობადი ბრენდის, მაღალი წარმადობისა და მისაღები ფასის გათვალისწინებით. სიჩქარეა 3 500/3 300 მბ/წმ, რაც 99 აშშ დოლარის ფასად საკმაოდ მომგებიანი წინადადებაა. 

image.png 

საუკეთესო ბიუჯეტური SSD: Samsung 860 EVO – 512 გბ - https://amzn.to/2ZXmUi1 

ერთ-ერთი მეტად პოპულარული SSD ბაზარზე. მიეკუთვნება SATA კონტროლერის მქონე მოდელებს, რაც გულისხმობს მის დაყენებას მოძველებულ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში, უზრუნველყოფს აჩქარებას ტრადიციული მყარი დისკის SSD-ში შეცვლის შედეგად. 

ძალიან იაფი: Crucial MX500 – 500 გბ - https://amzn.to/3drIWgM 

დისკს აქვს შესანიშნავი სიჩქარე და სამწლიანი გარანტია, რის შედეგად ეს მოდელი გამოდის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც ანხის დაზოგვა უნდა. ფასი ნამდვილად რეკორდულად დაბალია - სულ რაღაც 50 აშშ დოლარი. 

თანამედროვე ტექნოლოგიები დაბალ ფასად: WD Blue SN500 NVMe – 500 გბ - https://amzn.to/3gEWBDv 

65 აშშ დოლარად მიიღებთ 1750/1450 მბ/წმ სიჩქარეს, რაც ორჯერ ნაკლებია Samsung 970 EVO Plus-თან შედარებით, თუმცა ფასიც ზუსტად ორჯერ ნაკლებია. ასეთი სიჩქარე არასაკმარისი იქნება თამაშების ელვისებური სისწრაფით ჩატვირთვისთვის: 10 წამის ნაცვლად დიდი  მოცულობის ფაილის ჩატვირთვისას დაკარგავთ 20 წამს, თუმცა ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. 

image.png 

თუ დაინტერესებული ხართ უფრო მძლავრი და სწრაფი დისკებით, ასეთ შემთხვევაში კარგი არჩევანია მოდელი Samsung 970 PRO 1 ტბ - M.2 NVMe - https://amzn.to/2AqvNpU მას არც ისე ხელმისაწვდომი ფასი აქვს, თუმცა სხვა მახასიათებლების მხრივ კონკურენტი არ გააჩნია. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.