Magdalena Posted June 2, 2020 Posted June 2, 2020 კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Creator 15, რომელიც გათვლილია პროფესიონალ მომხმარებლებზე. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. მოწყობილობაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-10875H. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავება. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.3 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.1 გჰც-ს. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი. უფროსი ვერსია დაკომპლექტებულია 4K პანელით (3840 × 2160 პიქსელი) და 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ეკრანით, მათ შორის ასევე მხარდაჭერილია სენსორული მართვა. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გიგაბაიტს. შესაძლებელია М.2 ფორმ-ფაქტორის ორი დისკის დაყენება. აღჭურვილობაში შედის დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა თეთრი ფერის განათებით, აუდიო სისტემა 2-ვატიანი დინამიკებით, პორტები USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI და RJ45. პორტატული კომპიუტერის ზომებია 358,3 × 248 × 18,3–19,8 მმ, წონა - 2.1 კილოგრამი. კვებაზე პასუხისმგებელია 99,9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://bit.ly/3dqYul2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.