Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Creator 15, რომელიც გათვლილია პროფესიონალ მომხმარებლებზე. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. 

image.jpeg 

მოწყობილობაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-10875H. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელაც შეუძიათ ერთდროულად ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავება. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.3 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.1 გჰც-ს. 

ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი. უფროსი ვერსია დაკომპლექტებულია 4K პანელით (3840 × 2160 პიქსელი) და 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ეკრანით, მათ შორის ასევე მხარდაჭერილია სენსორული მართვა. 

image.jpeg 

DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გიგაბაიტს. შესაძლებელია М.2 ფორმ-ფაქტორის ორი დისკის დაყენება. 

ღჭურვილობაში შედის დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა თეთრი ფერის განათებით, აუდიო სისტემა 2-ვატიანი დინამიკებით, პორტები USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI და RJ45. 

image.jpeg 

პორტატული კომპიუტერის ზომებია 358,3×248×18,3–19,8 მმ, წონა - 2.1 კილოგრამი. კვებაზე პასუხისმგებელია 99,9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.