Jump to content

Recommended Posts

Posted

პანდემია უარყოფითად აისახება Tesla-ს ელექტრომობილების გამოშვებაზე მიმდინრე წელს, თუმცა საწარმოო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანია შეძლებს წარმატება მოიპოვოს ამერკული ბაზრის მიღმაც. ათწლეულის ბოლოს იგი შეძლებს დაიკავოს ელექტრო ძრავის მქონე მანქანების ბაზრის 15%-მდე წილი. 

image.jpeg 

2019 წელს Tesla-მ განახორციელა 400 ათასზე მეტი ელექტრომობილის მიწოდება, მიმდინარე წელს კი გათვლილი იყო 500 ათასი ეგზემპლარის გაყიდვის ზღვრის გადალახვა, სანამ პანდემია დაიწყებოდა. მან შეზღუდა Tesla-მობილების წარმოება და დააგდო მათზე მოხოვნა. მაგალიად, ახალი და ჯერ კიდევ დეფიციტში არსებული ქროსოვერ Tesla Model Y-ის მიწოდების ვადები ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანდ შემცირდა, რაც წარმოების მოცულობის პროგრესის არასებობის დროს მიგვითითებს მხოლოდ და მხოლოდ მოხოვნის შემცირებაზე. 

Daiwa Securities-ის სპეციალისტები ელიან, რომ 2020 წელს Tesla შეძლებს არაუმეტეს 450 ათასი ელექტრომობილის მიწოდებას. სხვა ანალიტიკოსები 424 ათას ეგზემპლარზე მეტის გაყიდვას არ მოელიან. Daiwa Securities-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული ყველა ახალი ავტომობილის 20% წარმოდგენილი იქნება ელექტრო ძრავით, Tesla კი შეძლებს ყოველ წელს არანაკლებ 3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას. ეს მას საშუალებას მისცემს დაიკავოს მსოფლიო ელექტროტრანსპორტის ბაზრის 15%. 

Tesla აშშ-ში ახლა აკონტროლებს ელექტრომობილების ბაზრის სამ მეოთხედს, ჩინეთში - დაახლოებით  მეოხედს, თუმცა კონკურენტები აუცილებლად შეავიწროვებენ Tesla-ს - ყველა დიდმა ავტოკონცერმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვთ წარმოების გადატანა ელექტრო ძრავებზე. ილონ მასკის კომპანიას ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება - ელექტრო ბატარეების დამზადბის ტექნოლოგია და კონტროლი მათ წარმოებაზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.