Magdalena Posted June 1, 2020 Posted June 1, 2020 პანდემია უარყოფითად აისახება Tesla-ს ელექტრომობილების გამოშვებაზე მიმდინარე წელს, თუმცა საწარმოო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანია შეძლებს წარმატება მოიპოვოს ამერკული ბაზრის მიღმაც. ათწლეულის ბოლოს იგი შეძლებს დაიკავოს ელექტრო ძრავის მქონე მანქანების ბაზრის 15%-მდე წილი. 2019 წელს Tesla-მ განახორციელა 400 ათასზე მეტი ელექტრომობილის მიწოდება, მიმდინარე წელს კი გათვლილი იყო 500 ათასი ეგზემპლარის გაყიდვის ზღვრის გადალახვა, სანამ პანდემია დაიწყებოდა. მან შეზღუდა Tesla-მობილების წარმოება და დააგდო მათზე მოთხოვნა. მაგალითად, ახალი და ჯერ კიდევ დეფიციტში არსებული ქროსოვერ Tesla Model Y-ის მიწოდების ვადები ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანდ შემცირდა, რაც წარმოების მოცულობის პროგრესის არარსებობის დროს მიგვითითებს მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნის შემცირებაზე. Daiwa Securities-ის სპეციალისტები ელიან, რომ 2020 წელს Tesla შეძლებს არაუმეტეს 450 ათასი ელექტრომობილის მიწოდებას. სხვა ანალიტიკოსები 424 ათას ეგზემპლარზე მეტის გაყიდვას არ მოელიან. Daiwa Securities-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული ყველა ახალი ავტომობილის 20% წარმოდგენილი იქნება ელექტრო ძრავით, Tesla კი შეძლებს ყოველ წელს არანაკლებ 3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას. ეს მას საშუალებას მისცემს დაიკავოს მსოფლიო ელექტროტრანსპორტის ბაზრის 15%. Tesla აშშ-ში ახლა აკონტროლებს ელექტრომობილების ბაზრის სამ მეოთხედს, ჩინეთში - დაახლოებით მეოთხედს, თუმცა კონკურენტები აუცილებლად შეავიწროვებენ Tesla-ს - ყველა დიდმა ავტოკონცერნმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვთ წარმოების გადატანა ელექტრო ძრავებზე. ილონ მასკის კომპანიას ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება - ელექტრო ბატარეების დამზადების ტექნოლოგია და კონტროლი მათ წარმოებაზე. https://bit.ly/3gDQsXT Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.