Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

შეერთებული შტატების ათწლიაი ობლიგაციების შემოსავლიანობის ვარდნა Bitcoin-ს საიმედო დამცავ აქტივად აქცევს - ამის შესახებ განაცხადა ანალიტიკური კომპანია Messari-ს პროდუქტ-მენეჯერმა. 

ანალიტიკოსმა მიუთითა S&P 500-სა და BTC-ს შორის მზარდ დადებით კორელაციაზე. მოსალოდნელი შემოსავლიანობა ამ ინდექსით 4%-ს შეადგენს, დივიდენდები - 1 %-ს, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი ნულის სიახლოვესაა. 

image.png 

აშშ-ის ათწლიანი ობლიგაციების ფასი და Bitcoin-ის კურსი. წყარო: TradingView 

მასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ინვესტორებს მოუწოდა გახსნან გრძელვადიანი პოზიციები Bitcoin-ში, რათა დაიცვან თავიანთი დანაზოგი. 

მე ყურადღებით ვაკვირდები სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობას. ასეთი ბაზრები, როგორც წესი, მძლავრი გამაფრთხილებელი ინდიკატორია. ასევე იყო იანვრის ბოლოს. თუკი ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანოა დაიკლებს, დადგება დაცვის დრო. ჩემი პოზიციაა: გრძელვადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი, ოქრო, Amazon და Alibaba“ -  განაცხადა ანალიტიკოსმა. 

პრილის დასაწყისში VanEck Global-ის ექსპერტებმა აღნიშნეს Bitcoin-ის ოქროსთან კორელაციის ზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე. მოგვიანებით Quantum Economics-ის დამფუძნებელმა მატი გრინსპენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Bitcoin-ის კორელაციამ S&P 500-თან ცხრა წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. 

ამავე დროს Glassnode-ის ანალიტიკოსებმა გასცეს გაფრთხილება, რომ Bitcoin-ი შესალოა დათვურ ციკლში გადავიდეს, თუკი მისი ფუნდამენტური მაჩვენებლები უახლოეს დროში არ გაუმჯობესდება. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.