Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სამხრეთკორეულმა კორპორაცია Samsung-მა წარადგინა მზა ავტონომიური გადაწყვეტილება მობილურ მოწყობილობებში კრიპტოსავალუტო აქტივებით განხორციელებული ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. 

პრეს-რელიზის თანახმად იგი მოიცავს SE-ჩიპს (S3FV9RR) და გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ხსენებული გადაწყვეტილების მიზანია უზრუნველყოს „ისეთი ამოცანების დაცვა, როგორებიცაა იზოლირებული საცავი, მობილური გადახდები და სხვა“. 

მობილურობისა და უკონტაქტო კომუნიკაციების ეპოქაში ველით, რომ ჩვენი სმარტფონები და პლანშეტები წარმოდგენილი იქნება უსაფრთხოების უმაღლესი დონით, რათა დაცული იყოს პერსონალური მონაცემები და უზრუნველყოფილ იქნას fintech-ოპერაციები, როგორებიცაა მობილური ბანკინგი, საბირჟო ვაჭრობა და ტრანზაქციები კრიპტოვალუტებით“ - განაცხადა კორპორაციის მარკეტინგის ქვეგანყოფილების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. 

ახალ ჩიპს აპარატულად აქვს RoT-მხარდაჭერა, უსაფრთხ ჩატვირთვა და მოწყობილობის აუთენტიფიკაცია. სერტიფიცირებულია მობილური მოწყობილობებისთვის უმაღლესი მოთხოვნების შესაბამისად. 

ხსენებული გადაწყვეტილება პირველ რიგში განკუთვნილია ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობების ამ ფუნქციებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა შორისაა ფლაგმანური სმარტფონები, ელექტრონული პასპორტები და აპარატული კრიპტოსავალუტო საფულეები. 

მოსალოდნელია, რომ S3FV9RR ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. 

გარკვეული პერიოდის წინ Samsung-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი ბლოკჩეინის ბაზაზე არსებული ID აუთენტიფიკაციის ინტეგრირებული სერვისით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.