Magdalena Posted May 27, 2020 Posted May 27, 2020 კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ Zcash-ის (ZEC) მომხმარებელთა უმეტესობა არ იყენებს ანონიმურობის სრულ კრიპტოგრაფიულ პოტენციალს პრივატული მონეტის მუშაობის პრინციპების არცოდნის გამო. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ZEC გვთავაზობს დაშიფვრის სერიოზულ მეთოდებს, თუმცა მფლობელები უმეტეს შემთხვევაში მისით არ სარგებლობენ. Zcash-ისგან განსხვავებით Monero-ს (XMR) დეველოპერებმა გაითვალისწინეს ანონიმურობისადმი უფრო მკაცრი მოთხოვნები, რამაც აქტივს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა სტატუსი - „ფაქტობრივად მიუკვლევადი“. Zcash-ში გამოიყენება zk-SNARK - ნულოვანი ცოდნის ერთ-ერთი ქვეტიპის მტკიცებულება. კრიპტოგრაფიულ პროტოკოლს შეუძლია ხელი შეუშალოს შემმოწმებელ და გარიგების დამადასტურებელ ფაქტორს შორის რაიმე ურთიერთკავშირს, იქმნება „ბარიერი, რომელიც უფრო მეტად ართულებს მისამართების ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობას." ანონიმური ტრანზაქციების პარალელურად ZEC-ში შესაძლებელია ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება ფსევდონიმების გამოყენებით. 30-დღიანი მეთვალყურეობის პერიოდის განმავლობაში ამ უკანასკნელთა წილმა 99,91% შეადგინა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მომხმარებლები სრულად არ იყენებენ „დაცული პულის“ უპირატესობას, რაც მათ აქცევს „გამოკვლევადად“. ZEC-ის თითოეული მფლობელი დაკავშირებული ხდება მომხმარებლების პულთან, რომელთა ტრანზაქციების გამოკვლევა შესაძლებელია, ეს კი მთელი ეკოსისტემის კონფიდენციალურობას უთხრის ძირს. საერთო ჯამში მკვლევარების დასკვნა იმედისმომცემი არ არის: „როგორც ჩანს, მოხმარებელთა უმეტესობას არ ესმის Zcash-ის ოპერაციული მოდელის არსი. ZEC-ის მფლობელების მიერ დაცული ტრანზაქციების გამოყენების შედეგად პრივატული კრიპტოვალუტა ხდება „ეფექტურად გამოკვლევადი“. ამგვარი დასკვნა შეესაბამება Rand Corporation-ის კვლევას, რომლის თანახმად Zcash სხვა პოპულარულ მონეტებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია დარქნეტ-მარკეტფლეისებში გამოყენებისთვის. ZEC-ისგან განსხვავებით XMR უკეთ უმკლავდება „მიუკვლევადობისა და დაუკავშირებლობის“ უზრუნველყოფას. კავშირის თავიდან ასაცილებლად თითოეული გარიგებისთვის გამოიყენება ერთჯერადი მისამართები. მიკვლევადობა აღმოფხვრილია ერთჯერადი ხელმოწერით, მტკიცების ფორმები - ნულოვანი გამჟღავნებით, ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ფორმები კვალის ასარევად. ექსპერტების შეფასებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალიზის მეთოდების უმრავლესობით შესაძლებელი გახდა XMR ქსელში გარიგების 1%-ზე ნაკლებ წილზე თვალყურის დევნება. ამავე დროს ერთ-ერთი მოდელის მიხედვით შესაძლებელი გახდა ტრანზაქციის მონაცემების დადგენა 30%-მდე სიზუსტით. Rand Corporation-ის კვლევების თანახმად XMR Bitcoin-ის შემდეგ მეორეა დარქნეტში პოპულარობით. https://bit.ly/2zm5jWs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.