Jump to content

Recommended Posts

Posted

zcash-sapling-640x400.jpg

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ Zcash-ის (ZEC) მომხმარებელა უმეტესობა არ იყენებს ანონიმურობის სრულ კრიპტოგრაფიულ პოტენციალს პრივატული მონეტის მუშაობის პრინციპების არცოდნის გამო. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ZEC გვთავაზობს დაშიფვრის სერიოზულ მეთოდებს, თუმცა მფლობელები უმეტეს შემთხვევაი მისით არ სარგებლობენ. Zcash-ისგან განსხვავებით  Monero-ს (XMR) დეველოპერებმა გაითვალისწინეს ანონიმურობისადმი უფრო მკაცრი მოთხოვნები, რამაც აქტივს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა სტატუსი - „ფაქტობრივად მიუკვლევადი“. 

Zcash-ში გამოიყენება zk-SNARK - ნულოვანი ცოდნის ერთ-ერთი ქვეტიპის მტკიცებულება. კრიპტოგრაფიულ პროტოკოლს შეუძლია ხელი შეუშალოს შემმოწმებელ და გარიგების დამადასტურებელ ფაქტორს შორის რაიმე ურთიერთკავშირს, იქმნება „ბარიერი, რომელიც უფრო მეტად ართულებს მისამართების ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობას." 

ანონიმური ტრანზაქციების პარალელურად ZEC-ში შესაძლებელია ტრანზაქციებზე თვალყურის დევნება ფსევდონიმების გამოყენებით. 30-დღიანი მეთვალყურეობის პერიოდის განმავლობაში ამ უკანასკნელთა წილმა 99,91% შეადგინა. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მომხმარებლები სრულად არ იყენებენ „დაცული პულის“ უპირატესობას, რაც მათ აქცევს „გამოკვლევადად“. ZEC-ის თითოეული მფლობელი დაკავშირებული ხდება მომხმარებლების პულთან, რომელთა ტრანზაქციების გამოკვლევა შესაძლებელია, ეს კი მთელი ეკოსისტემის კონფიდენციალურობას უთხრის ძირს. 

საერთო ჯამში მკვლევარების დასკვნა იმედისმომცემი არ არის: 

„როგორც ჩანს, მოხმარებელთა უმეტესობას არ ესმის Zcash-ის ოპერაციული მოდელის არსი. ZEC-ის მფლობელების მიერ დაცული ტრანზაქციების გამოყენების შედეგად პრივატული კრიპტოვალუტა ხდება „ეფექტურად გამოკვლევადი“. 

ამგვარი დასკვნა შეესაბამება Rand Corporation-ის კვლევას, რომლის თანახმად Zcash სხვა პოპულარულ მონეტებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია დარქნეტ-მარკეტფლეისებში გამოყენებისთვის. 

ZEC-ისგან განსხვავებით XMR უკეთ უმკლავდება „მიუკვლევადობისა და დაუკავშირებლობის“ უზრუნველყოფას. კავშირის თავიდან ასაცილებლად თითოეული გარიგებისთვის გამოიყენება ერთჯერადი მისამართები. მიკვლევადობა აღმოფხვრილია ერთჯერადი ხელმოწერით, მტკიცების ფორმები - ნულოვანი გამჟღავნებით, ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ფორმები კვალის ასარევად. 

ექსპერტების შეფასებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალიზის მეთოდების უმრავლესობით შესაძლებელი გახდა XMR ქსელში გარიგების 1%-ზე ნაკლებ წილზე თვალყურის დევნება. ამავე დროს ერთ-ერთი მოდელის მიხედვით შესაძლებელი გახდა ტრანზაქციის მონაცემების დადგენა 30%-მდე სიზუსტით. 

Rand Corporation-ის კვლევების თანახმად XMR Bitcoin-ის შემდეგ მეორეა დარქნეტში პოპულარობით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.