Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია QNAP Systems-მა ოფიციალურად წარადგინა მონაცემთა ქსელური საცავი (NAS) TS-431KX, რომლის შესახებ პირველად ინფორმაცია გამოჩნდა იანვარში სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა Consumer Electronics Show 2020-ზე (CES 2020). 

https://3dnews.ru/assets/external/illustrations/2020/05/25/1011752/qn1.jpg 

მოწყობილობა გათვლილია სახლსა და მცირე ოფისებში გამოყენებაზე. შესაძლებელია მასში განთავსდეს ოთხი 3.5-დუიმიანი ან 2,5-დუიმიანი დისკი SATA 3.0 ინტერფეისით. დაშვებულია მონაცემთა შენახვის მოწყობილობის ჩანაცვლება უშაობის პროცესშიც. 

NAS-საცავში მოცემულია პროცესორი AnnapurnaLabs Alpine AL-214 ოთხი ბირთვით, რომლებიც მუშაობს 1.7 გჰც სიხშირეზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სტანდარტულ კონფიგურაციაში შეადგენს 2 გიგაბაიტს (მეხსიერების მოცულობის გაფართოება შესაძლებელია 8 გბ-მდე). 

https://3dnews.ru/assets/external/illustrations/2020/05/25/1011752/qn2.jpg 

ქსელთან დაკავშირებისთის განკუთვნილია ორი პორტი Gigabit Ethernet (RJ45). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინტერფეისი 10GbE SFP+ სიჩქარით - 10 გბ/წმ. 

image.jpeg 

QNAP TS-431KX მოდელს აქვს სამი პორტი USB 3.2 Gen 1, რომელთაგან ერთი განთავსებულია კორპუსის ფრონტალუ პანელზე. სისტემის გაგრილებაზე პასუხისმგებელია 120-მილიმეტრია ქულერი მაქსიმალური 19.5 დბ ხმაურის დონით. 

მოწყობილობაზე შეკვეთები უკვე დაიწყო, მისი ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.