Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კაპიტალიზაცის მიხედვით უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ახალ ანგარიშში შეიტანეს გაფრთხილება, რომ კრიპტოვალუტების სამომავლო გავრცელებამ შესაძლოა აშშ-ის, როგორც მსოფლიოს ლიდერის პოზიცია შეარყიოს. 

არც ერთ სხვა ქვეყანას არ ექნება ისეთი დანაკარგები, როგორც შეერთებულ შტატებს ციფრული ვალუტების პოტენციალისგან“ - ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში. 

JPMorgan-ში განმარტავენ გლობალური ეკონომიკის დამყარების რისკებს ამერიკულ დოლარზე, რომლის გამოშვებაზე მონოპოლიას ვაშინგტონ ფლობს. აშშ-ის ეროვნულ ვალუტას სარეზერვო სტატუსი აქვს და მოქმედებს, როგორც გაცვლითი საშუალება ნედლეულის, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს. 

ანალიტიკოსები არ ელიან, რომ დოლარი ამ სტატუსს დაკარგავს, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ მისი საფუძვლის შესუსტებაზე. ეს გამოიხატება სავაჭრო ანგარიშგებაში წილის კლებითა და საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემ SWIFT-ის როლის შემცირებით. 

მკვლევარებმა გაიხსენეს, რომ SWIFT გვევლინებოდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადამწყვეტ ინსტრუმენტად, როდესაც 2018 წელს ამ ქვეყნის კომერციული ბანკები მოწყვიტა მსოფლიო ფინანსურ სისტემას. 

JPMorgan-ის ექსპერტები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ გადამწყვეტი როლი შეასრულო ეროვნული ვალუტის გაციფრულების ინიციატივაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: 

ციფრული ვალუტა - ეს არის სავარჯიშ გეოპოლიტიკური რისკების მარვისთვის“.  

JPMorgan-ში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროცესი არ გამორიცხავს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას: 

ტრანსსასაზღვრო გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ციფრული დოლარის საფუძველზე შეიძლება გახდეს ნაკლებად დამანგრეველი ამჟამინდელი ფინანსური სისტემის არქიტექტურისთვის, ასევე იყოს საკმაოდ მოკრძალებული ინვესტიცია საერთაშორისო არენაზე პოზიციების დასაცავად“. 

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრეტ გატრიმ განხილვაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ სავაჭრო კომისიას მოუწოდებს შეისწავლოს ბლოკეინ-ტექნოლოგიის გამოყენება სხვადასხვა დონეზე. გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჩინეთის წარმატება შეიძლება სტიმული გახდეს ამ სფეროში უფრო აქტიური საკანონმდებლო მუშაობისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.