Jump to content

Recommended Posts

Posted

საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ ისაუბრა წარმატების შესახებ, რომელიც მიღწეულ იქნა ცენტრალური ბანკის ბანკაშორისი გადახდებისთვის განკუთვნილი ციფრული ვალუტის გამოცდისას. 

image.png 

საფრანგეთის ბანკმა CBDC-ის ინტეგრაციის შესწავლა ფინანსური აქტივების ტოკენიზაციისთვის ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. გამოქვეყნებულ ანგარიშში განზაღვრულ იქნა სამი შესაძლო ქეისი: გადახდა ფინანსური ინსტრუმენტების წინააღმდეგ, გადახდა სხვა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის წინააღმდეგ და გადახდა ციფრული აქტივების საწინააღმდეგოდ. 

მაისის შუა პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა საპილოტე პროექტის ფარგლებში განახორციელა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა „საბითუმო“ ციფრული ევროსთვის. გარიგების მონაწილე იყო რამდენიმე ფინანსური დაწესებულება, მათ შორის ბანკი Societe Generale. 

საპილოტე პროექტი ორიენტირებულია ინსტიტუციონალურ მომხმარებლებზე და არ გულისხმობს მოსახლეობის მიერ CBDC-ის გამოყენებას. საპილოტე პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს ოპერაციები ფინანსურ ბაზრებზე ბანკთაშორისი რეგულირების საკითხზე ყურადღების გამახვილებით.  

ციფრული ევროს სანაცვლოდ ფასიანი ქაღალდების გაცემის ექსპერიმენტი დაფუძნებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელმაც შერჩევა 27 მარტს გაიარა. უახლოეს მომავალში ბანკი ტესტირებებს ჩაატარებს სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაზეც, რომელიც იმავე ინიციატივის ფარგლებშია შექმნილი. 

სამომავლოდ საფრანგეთის ბანკი გეგმავს დამატებითი გამოცდების ჩატარებას, რომლებშიც შემოავაზებული იქნება CBDC-ის გადაცემა ევროზონის სხვა ქვეყნების კონტრაგენტების მონაწილეობით. 

მარეგულირებელმა ორგანომ დიდი ინტერესი გამოხატა პროექტისა და ტექნოლოგიის პოტენციალისადმი, რომელსაც შეუძლია დააქაროს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები, გაამყაროს ფინანსური სისტემა და აამაღლოს ნდობა ვალუტისადმი, რაც შეამცირებს Stablecoin Libra-ს პოტენციურ გავლენას. 

საფრანგეთის ბანკს შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ნიდერლანდების ფინანსურმა მარეგულირებელმა, რომემაც გამოხატა ამბიცია - შეასრულოს წამყვანი როლი ციფრული ვალუტის შემუშავება-განვითარებაში როგორც ქვეყნის ადგილობრივ დონეზე, ისე ევროზონის საზღვრებში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.