Magdalena Posted May 23, 2020 Posted May 23, 2020 კომპანია Thermaltake-მა დააანონსა DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება Toughram RGB-ის ახალი ნაკრები, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ კლასის დესკტოპ კომპიუტერებისთვის. კომპლექტის შემადგენლობაში შედის 8 გბ მოცულობის ორი მოდული, ამრიგად, ჯამური მოცულობა 16 გიგაბაიტს შეადგენს. მოწყობილობა თავსებადია Intel Z490 და AMD X570 აპარატულ პლატფორმებთან. მოდულები მუშაობს 4600 მჰც სიხშირეზე (1,5 ვატი). Intel XMP 2.0 ოვერქლოქინგ-პროფილების მხარდაჭერა ამსუბუქებს ოპერატიული მეხსიერების ქვესისტემის პარამეტრების შერჩევას UEFI-ში. მოდულებს აქვთ გამაგრილებელი რადიატორი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ორი ფერი - თეთრი და შავი. მეხსიერება წარმოდგენილია მუდმივი გარანტიით. მოდულების ზედა მხარეს მოცემულია ფერადი განათება. მისი მართვა შესაძლებელია დედა დაფის მეშვეობით - ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync ან ASRock Polychrome Sync ტექნოლოგიების გამოყენებით. მოწყობილობა თავსებადია TT RGB PLUS ეკოსისტემასთან და აქვს ხმოვანი დამხმარე Amazon Alexa-ს მხარდაჭერა. Toughram RGB DDR4-4600 მეხსიერების მოდულების ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://bit.ly/3cVZQE8
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now