Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური კომპანიების, Bitmain-ისა და MicroBT-ის ASIC-მაინერების ბოლო მოდელები ყველაზე მომგებიანი ჰალვინგის შემდეგ -  აცხადებენ The Block-ის მკვლევარები. 

ყოველდღიური 8.53 აშშ დოლარიანი მოგებით რეიტინგში პირველ ადგილზეა MicroBT-ის წარმოების Whatsminer M30S ++. მოწყობილობა უზრუნველყოფს ჰეშრეითს 112 TH/s-მდე. 

შემდეგ მოდის Antminer S19 Pro  Bitmain-ისგან. კომპანიის ახალი ფლაგმანი უზრუნველყოფს 110 TH/s-მდე ჰეშრეითს და დღე-ღამეშ მოაქვს მოგება  8.49 აშშ დოლარის ოდენობით. 

Bitcoin-ის მაინინგში მოგების მხრივ საუკეთესო ASIC-აეულში შევიდა MicroBT-ის ხუთი და Bitmain-ის სამი მოწყობილობა. 

ექსპერტებმა გამოთვლები ჩაატარეს Bitcoin-ის 9700 აშშ დოლარიანი ფასისა და ელექტროენერგიის .03 აშშ დოლარი ღირებულების გთვალისწინებით. მათ მხედველობაში მიიეს მაინინგის ამჟამინდელი სირთულეები. 

image.png 

წყარო: The Block 

ექსპერტების მონაცემებით წინა თაობის ყველაზე პოპულარული მაინერი Antminer S9 ამამად რენტაბელურობის ზღვარზეა და დღეში 0.52 აშშ დოლარი მოგება მოაქვს. Coinmetrics-ის ინფორმაციით ჰალვინგამდე ეს მოწყობილობები ახდენდნენ პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითის დაახლოებით 23%-ის ფორმირებას. 

Bitmain-ის მაინინგ-მოწყობილობები კვლავ დომინირებს. CoinShares-ის თანახმად 2019 წელს მათი წილი შეადგენდა Bitcoin-ის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის 66%-ს. 

მაინინგ-გიგანტის ყოფილი თანამშრომლის მიერ დაფუძნებული MicroBT ბაზრის საკუთარ წილს ფლობს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით გასულ წელს ჰეშრეითის ზრდის დაახლოებით 50% უზრუნველყოფილი იყო მათი წარმოების ASIC-მაინერებით. 

გასული წლის ნოემბერში Bitmain-მა MicroBT-ის ხელმძღვანელი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში დაადანაშაულა და მიაღწია მის დაპატიმრებას. ხსენებული პიროვნება პოლიციამ მეორედ დააკავა დეკემბერში: ამჯერად ყოფილმა დამსაქმებელმა მას ფულის მითვისებაში დასდო ბრალი. 

 

image.png

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.