Magdalena Posted May 21, 2020 Posted May 21, 2020 ჩინური კომპანიების, Bitmain-ისა და MicroBT-ის ASIC-მაინერების ბოლო მოდელები ყველაზე მომგებიანია ჰალვინგის შემდეგ - აცხადებენ The Block-ის მკვლევარები. ყოველდღიური 8.53 აშშ დოლარიანი მოგებით რეიტინგში პირველ ადგილზეა MicroBT-ის წარმოების Whatsminer M30S ++. მოწყობილობა უზრუნველყოფს ჰეშრეითს 112 TH/s-მდე. შემდეგ მოდის Antminer S19 Pro – Bitmain-ისგან. კომპანიის ახალი ფლაგმანი უზრუნველყოფს 110 TH/s-მდე ჰეშრეითს და დღე-ღამეში მოაქვს მოგება 8.49 აშშ დოლარის ოდენობით. Bitcoin-ის მაინინგში მოგების მხრივ საუკეთესო ASIC-ათეულში შევიდა MicroBT-ის ხუთი და Bitmain-ის სამი მოწყობილობა. ექსპერტებმა გამოთვლები ჩაატარეს Bitcoin-ის 9700 აშშ დოლარიანი ფასისა და ელექტროენერგიის .03 აშშ დოლარი ღირებულების გათვალისწინებით. მათ მხედველობაში მიიღეს მაინინგის ამჟამინდელი სირთულეები. წყარო: The Block ექსპერტების მონაცემებით წინა თაობის ყველაზე პოპულარული მაინერი Antminer S9 ამჟამად რენტაბელურობის ზღვარზეა და დღეში 0.52 აშშ დოლარი მოგება მოაქვს. Coinmetrics-ის ინფორმაციით ჰალვინგამდე ეს მოწყობილობები ახდენდნენ პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითის დაახლოებით 23%-ის ფორმირებას. Bitmain-ის მაინინგ-მოწყობილობები კვლავ დომინირებს. CoinShares-ის თანახმად 2019 წელს მათი წილი შეადგენდა Bitcoin-ის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის 66%-ს. მაინინგ-გიგანტის ყოფილი თანამშრომლის მიერ დაფუძნებული MicroBT ბაზრის საკუთარ წილს ფლობს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით გასულ წელს ჰეშრეითის ზრდის დაახლოებით 50% უზრუნველყოფილი იყო მათი წარმოების ASIC-მაინერებით. გასული წლის ნოემბერში Bitmain-მა MicroBT-ის ხელმძღვანელი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში დაადანაშაულა და მიაღწია მის დაპატიმრებას. ხსენებული პიროვნება პოლიციამ მეორედ დააკავა დეკემბერში: ამჯერად ყოფილმა დამსაქმებელმა მას ფულის მითვისებაში დასდო ბრალი. https://bit.ly/3gacjpA Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.