Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრონიკის სამხრეთკორეუმა მწარმოებელმა Samsung-მა და კომპანია Hyundai-მ დადეს შეანხმება, რომლის თანახმად Samsung-მა უნდა მიაწოდოს Hyundai-ს სპეციალური პროცესორები Exynos Auto, OLED-დისპლეები მონაცემთა დაფისთვის, ასევე ბატარეები სამომავლო ელექტრომობილებისთვის. 

image.jpeg 

ორ დიდ სამხრეთკორეულ კომპანიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულ იქნა გასულ კვირას მათი ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად. ამ შეხვედრის შეჯამებისას ცნობილი გახდა, რომ Hyundai-ს სამომავლო ელექტრომობილებში გამოყენებული იქნება ბატარეები Samsung SDI. როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, Samsung-მა უკვე დაასრულა კვების ახალი წყაროების გამოცდა სამომავლო ავტომობილებისთვის. 

Hyundai აპირებს ამ აკუმულატორების გამოყენებას Genesis-ის მთლიანად ელექტრო ვერსიებსა და Kia-ს ჰიბრიდულ მოდელებში. ელექტრო ვერსია Genesis G80-ის გამოშვება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად ელექტრომობილის გავლის მარაგი ერთ დამუხტვაზე დაახლოებით 500 კმ-ს შეადგენს. ელექტრომობილი ასევე აღჭურვილი იქნება ავტონომიურობის მესამე დონის ავტოპილოტირების ტექნოლოგიით, რომელიც შემუშავდა ზემოთხსენებული ორი კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში. 

მოსალოდნელია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებული ბატარეები გამოირჩევა სიმტკიცითა და სტაბილური მუშაობით, ისინი გამოყენებული იქნება Hyundai-ს ავტომობილების კომერციულ ვერსიებშიც. მათ გამოშვებას კომპანია უახლოესი სამი წლის მანძილზე აპირებს. 

ამჟამად Hyundai იყენებს LG Chem-ისა და SK Innovation-ის მიერ წარმოებლ ბატარეებს. ისინი გამოიყენება ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Ioniq EV, Kona EV და Niro EV, ასევე ავტობუსის რამდენიმე მოდელში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.