Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-მა გაუსწრო მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების აქციებს საბაზრო ღირებულების ზრდის დინამიკით. ეს მოვლენა მოხდა მარტში BTC-ის ფასის კლების მიუხედავად - გვიზიარებს დაკვირვების შედეგებს ანალიტიკური კომპანია Messari-ს დამფუძნებელი რაიან სელკისი. 

image.png 

2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ის საბაზრო ღირებულება 36.5%-ით გაიზარდა. მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების აქციების ფასმა კი პირიქით - საგრძნობლად დაიკლო. JPMorgan-ის კოტირებები შემცირდა 37.2%-ით, რის შედეგადაც BTC-მა ბანკს საბაზრო ღირებულების ზრის მხრივ 300%-ით გაუსწრო. კვლევის შედეგებში ყველაზე ცუდ ვითარებაშია Wells Fargo -  კომპანიის აქციების ფასი 55.3%-ით შემცირდა. 

საბანკო სექტორის ძლიერი ვარდნა დიდწილად განპიროებულია მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარეითა და ეკონომიკაზე მისი გავლენით. ბაზრის უამრავი ექსპერტი მიიჩნევს, რომ Bitcoin-ი, ისევე როგორც ოქრო, მიეკუთვნება დამცავი აქტივების რიცხვს. მათი აზრით ამან შეუწყო ხელი კრიპტოვალუტას - არა მარტო გაეწია წინააღმდეგობა ეკონომიკური გარკვევლობისთვის, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო მისი ფასი. 

ტრადიციული ბანკები კრიპტოვალუტის უპირატესობას ნეგატიურად უყურებენ. მაგალითად, Goldman Sachs-ისა და JPMorgan-ის კონსლტანტები ცდილობენ მომხმარებლები დაარწმუნონ, რომ არ ჩადონ Bitcoin-ში ინვესტიცია, Wells Fargo-მ კი საკრედიტო ბარათებით BTC-ის შეძენა აკრძალა. 

მის მიუხედავად უამრავი ბანკი მუაობს საკუთარი ბლოკჩეინ-პროდუქტების შექმნაზე. Wells Fargo გამოუშვებს Stablecoin-ს შიდა ანგარიშსწორებისთვის, JPMorgan კი აქტიურად ცდილობს საკუთარი ბლოჩეინ-პლატფორმის განვითარებას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.