Magdalena Posted May 19, 2020 Posted May 19, 2020 თაღლითებმა YouTube-ზე შექმნეს ფეიკ-ექაუნთი და Google-ის დამფუძნებელ სერგეი ბრინის სახელით გამომწერებს დაპირდნენ 5000 BTC-ის განაწილებას. გარკვეულ მომენტში პირდაპირ ეთერს უყურებდა 100 ათასზე მეტი ადამიანი - მცირე ზომის ფანჯარში აჩვენებდნენ ბრინის ძველ გამოსვლას, მის ფონზე კი წარადგინეს თაღლითური სქემა. ორგანიზატორები ტრადიციულად სთავაზობდნენ მაყურებლებს მათ ექაუნთზე 0,1-დან 25 BTC-მდე გადარიცხვას, რათა შედეგად ორჯერ მეტი მიეღოთ. ამგვარი სქემები Twitter-ზე პოპულარული იყო 2017-2018 წლებში. ამ დროისთვის ვიდეო და YouTube-არხიც მიუწვდომელია. ბრინის სახელის მქონე არხზე ნათქვამია, რომ ამგვარად იგი „ხელს უწყობს Bitcoin-ის მასობრივ მიღებას“. ვებ-გვერდზე მითითებული მრიცხველი აჩვენებს ყალბ ახალ ტრანზაქციებს დაახლოებით ყოველ 10 წამში. სტატიის წერის მომენტში ზემოთხსენებული თაღლითების საფულეში 0,73 BTC იყო. მასში რეალურად განხორციელდა მხოლოდ ექვსი ტრანზაქცია. მეორე საფულეში, რომელიც YouTube-ვიდეოში ფიგურირებდა, ჯამში ირიცხება 5,65 BTC - 15 ტრანზაქციის შედეგად. შეგახსენებთ, რომ ადრე YouTube-ზე აღმოჩენილ იქნა Ripple-ის ხელმძღვანელის სახელზე შექმნილი ფეიკ-ექაუნთი, რომლის სახელით ბოროტმოქმედმა დააანონსა 50 მილიონი XRP-ის განაწილება მომხმარებლების ტოკენების სანაცვლოდ. აპრილში fintech-სტარტაპმა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა სარჩელი შეიტანეს ვიდეოჰოსტინგის წინააღმდეგ და იგი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულეს. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ Google-ის შვილობილი კომპანია არ იღებს ზომებს თაღლითების წინააღმდეგ. https://bit.ly/366NB59 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.