Jump to content

Recommended Posts

Posted

თაღლითებმა YouTube-ზე შექმნეს ფეიკ-ექაუნთი და Google-ის დამფუძნებელ სერგეი ბრინის სახელით გამომწერებს დაპირდნენ 5000 BTC-ის განაწილებას. გარკვეულ მომენტში პირდაპირ ეთერს უყურებდა 100 ათასზე მეტი ადამიანი - მცირე ზომის ფანჯარში აჩვენებდნენ ბრინის ძველ გამოსვლას, მის ფონზე კი წარადგინეს თაღლითური სქემა. 

ორგანიზატორები ტრადიციულად სთავაზობდნენ მაყურებლებს მათ ექაუნთზე 0,1-დან 25 BTC-მდე გადარიცხვას, რათა შედეგად ორჯერ მეტი მიეღოთ. ამგვარი სქემები Twitter-ზე პოპულარული იყო 2017-2018 წლებში. 

ამ დროისთვის ვიდეო და YouTube-არხიც მიუწვდომელია. 

ბრინის სახელის მქონე არხზე ნათქვამია, რომ ამგვარად იგი „ხელს უწყობს Bitcoin-ის მასობრივ მიღებას“. ვებ-გვერდზე მითითებული მრიცხველი აჩვენებს ყალბ ახალ ტრანზაქციებს დაახლოებით ყოველ 10 წამში. 

image.jpeg 

სტატიის წერის მომენტში ზემოთხსენებული თაღლითების საფულეში 0,73 BTC იყო. მასში რეალურად განხორციელდა მხოლოდ ექვსი ტრანზაქცია. მეორე საფულეში, რომელიც YouTube-ვიდეოში ფიგურირებდა, ჯამში ირიცხება 5,65 BTC -  15 ტრანზაქციის შედეგად. 

შეგახსენებთ, რომ ადრე YouTube-ზე აღმოჩენილ იქნა Ripple-ის ხელმძღვანელის სახელზე შექმნილი ფეიკ-ექაუნთი, რომლის სახელით ბოროტმოქმედმა დააანონსა 50 მილიონი XRP-ის განაწილება მომხმარებლების ტოკენების სანაცვლოდ. 

აპრილში fintech-სტარტაპმა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა სარჩელი შეიტანეს ვიდეოჰოსტინგის წინააღმდეგ და იგი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულეს. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ Google-ის შვილობილი კომპანია არ იღებს ზომებს თაღლითების წინააღმდეგ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.