Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ვიცით, NVIDIA-მ 15 მაისს არ დაანონსა ფლაგმანური GeForce RTX 3080 Ti. ცნობილია ის, რომ სამომხმარებლო და პროფესიონალური მოდელები დაფუძნებული იქნება არქიტექტურა Ampere-ზე. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ყველაფერში დამნაშავეა AMD, რომელმაც დიდანს გააჭიანურა Big Navi-ს ანონსი, თუმცა ამით ვითარება არ იცვლება. Тomshardware-ის ექსპერტებმა გააანალიზეს ყველა არსებული ინფორმაცია და მზად არიან გეიმერებს გაუზიარონ, თუ რას უნდა ელოდონ NVIDIA-ს ფლაგმანური ვიდეო დაფისგან. 

image.png 

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ - ეს არის ტრანზისტორების დაუჯერებელი სიმჭიდროვე. 12-ნანომეტრიანი ტექნოპროცესდან 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლა საშუალებას იძლევა გაორმაგდეს არა მხოლოდ GPU-ბირთვების რაოდენობა, არამედ ტენსორული ბირთვების რიცხვიც, რაც განაპირობებს fps-ის ვარდნის შემცირებას რეითრეისინგის რეჟიმში გადასვლისას. ქვემო წარმოდგენილია ახალი გრაფიკული პროცესორების წინასწარი მახასიათებლები, რომლებიც შედგენილია ცოტა ხნის წინ დაანონსებული უდიდესი GPU-ის - A100-ის საფუძველზე. 

image.png 

ამჟამად ვრცელდება ცნობები, რომ NVIDIA-ს ბიუჯეტურ ვიდეო დაფასაც კი ექნება რეითრეისინგის მხარდაჭერა. გაურკვეველია, შენარჩუნდება თუ არა მასზე უკვე გამოცხადებული ფასი, რადგანაც ფასის კიდევ ერთხელ მატება მომხმარებლების უკმაყოფილებას გამოიწვევს.  

შეშფოებას იწვევს მაღალი წარმადობის RTX 3080 Ti და RTX 3080 ვიდეო დაფების ფასებიც. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ახალი 7-ნანომეტრიანი ტექნოპრცესი საწყის ეტაპზე 12-ნანომეტრიანზე ძვირი იქნება.  

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  ვიდეო დაფების მწარმოებელი დიდი კომპანიები ემზადებოდნენ ფლაგმანურ RTX სერიაზე ფასების შემცირებისთვის. კითხვები კიდევ ბევრია. NVIDIA-ს ხელმძღვანელმა AMD-ს პირველი სვლის გაკეთების საშუალება მისცა. ახალი არქიტექტურა Ampere მეტად პერსპექტიულად გამოიყურება. უმნიშვნელოვანესი საკითხია - შეძლებს თუ ვერა კომპანია წარმადობასა და ფასს შორის ბალანსის პოვნას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.