Jump to content

გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე დიდი 7-ნანომეტრიანი GPU NVIDIA GA100 -ს ოფიციალური მახასიათებლები: 8192 გრაფიკული ბირთვი, 48 გბ HBM2 მეხსიერება და თეორიული წარმადობა 156 TFLOP


Recommended Posts

Posted

image.jpeg

კომპანია NVIDIA-მ განაცხადა, რომ Ampere არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პირველი გრაფიკული პროცესორი სახელწოდებით GA100 უკვე ჩაეშვა წარმოებაში და მალე დაიწყება მისი მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეფასების მიხედვით ჩვენ წინაშეა ნამდვილი მონსტრი 54 მილიარდი ტრანზისტორით. 

რეკორდული იქნება ჩიპის გრაფიკული ბირთვების რაოდენობაც, ესენია: 128 CU ბლოკი, 8192 ბირთვი FP32, 4096 ბირთვი FP64 და 512  ტენსორული ბირთვი. მეხსიერების ქვესისტემა წარმოდგენილია 5120-ბიტიანი სალტით და 48 გბ HBM2 მეხსიერებით, რომელიც ექვსადაა განაწილებული პროცესორის ირგვლივ. ეს ყველაფერი ჯამში უზრუნველყოფს 1.6 ტბ/წმ სიჩქარეს. სუპერ-GPU-ის TDP-ის დონე 400 ვატს შეადგენს. თავად NVIDIA ხაზს უსვამს GA100-ის შემდეგ მავარ ინოვაციებს: 

  • უახლესი არქიტექტურა NVIDIA Ampere; 

  • მესამე თაობის ტენსორული ბირთვები TF32-ით - ტენსორული ბირთვების უფრო მაღალი წარმადობის ვერსია ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი გამოთვლების ახალი ციფრული ფორმატით, რაც საშუალებას იძლევა ოცჯერ გაიზარდოს წარმადობა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში წინა სუპერ დაფა Volta V100-სთან შედარებით. 

  • ტექნოლოგია MIG  შესაძლებლობა - ერთი A100 გრაფიკული პროცესორი გაიყოს  ცალკეულ ვირტუალურ გრაფიკულ პროცესორებად სხვადასხვა ამოცანაზე მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. 

  • მესამე აობის NVIDIA NVLink  GPU-ებს შორის კავშირის გაუმჯობესება  მათი ერთობლივი წარმადობის დონის ამაღლებისთვის. 

  • მანქანურ სწავლებებსა და ნერონულ ქსელებთან მუშაობის მეთოდების წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.