Jump to content

Recommended Posts

Posted

ფონდ Blockchain Opportunity-ს მმართველი და Blockware Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი Matt d'souza პროგნოზირებს Bitcoin-ის ფასის ვარდნას. მიზეზი გახლავ კრიპტოვალუტის მასიურად გაყიდვა მაინერების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის ჰეშრეითის 30%-ს. 

image.png 

Matt D'souza-მ, რომლისთვისაც, როგორც მაინინგ-აღჭურვილობის მომწოდებლისთვის, ცნობილია კრიპტოვალუტების მომპოვებელი კომპანიის დანახარჯების სტრუქტურა, მაგალითად მოიყვანა პოპულარული მოწყობიობების რენტაბელურობის გამოთვლები და მისი დასკვნები დამამაშვიდებელი არ არის. 

მისი შეფასებით, 8500 აშშ დოლარის სიახლოვეს კოტირების პირობებში მესამე ჰალვინგის შემდეგ ჰეშრეითის დაახლოებით 30%-ია უზრუნველყოფილი მომგებიანი ASIC-მოწყობილობების მუშაობით. 

„8500 აშშ დოლარიანი ფასის შემხვევაში Antminer S9 (13,5 TH/s და 1,4 კვტ) მოდელს მოგება არ მოაქვს 3 ცენტი/კვტ ელექტროენერგიის ღირებულებისას. უფრო ახალ მაინერებს, Innosilicon/Canaan (30 TH/s და 2,4 კვტ) ნულოვანი უკუგება აქვთ ელექტროენერგიის 0.0393 აშშ დოლარის ღირეულების შემთხვევაში. ახალი Antminer S17-ისთვის ეს ზღვარია 7 ცენტი  (50 TH/s და 2,2 კვტ)“ - განაცხადა D'souza-მ. 

ფონდ Blockchain Opportunity-ს მმართველი მივიდა დასკვნამდე, რომ Bitcoin-ის მოპოვების არარენტაბელურობის პირობებში მაინერებმა შესაძლოა დაიწყონ რეზერვებიდან BTC-ის გაყიდვა. მისი დაკვირვებით აღჭურვილობების გამორთვის პროცესი უკვე დაწყებულია. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-მაინერების ბლოკის მოპოვებაზე ჯილდოს ორჯერ შემცირებამ გამოიწვია მათი შემოსავლის შემცირება 44%-ით და ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის შემცირება 16%-ით. 

 

Posted

ანუ უნდა გაზარდონ ფასი თუ უნდათ რომ მომგებიანი დარჩეს, ნუ ალბათ გადაცდება ზაფხულში მაინც 10000$, მაგრამ რამდენზე ავა წელს რთული სათქმელია, მემგონი 12000$ რეალურია წელსაც, შემდეგი წლისთვის შეიძლება 20000$ გადაცდეს უკვე, ვნახოთ, მაგ 20000$ ძალიან დიდი ხანია ელოდებიან და 20000$ ასვლის შემდეგ რაც მოახერხეს ჯერ-ჯერობით 13800$ აყვანა იყო წინა ივლისში, ერთი პერიოდი კი ისეთი პირი უჩანდა რომ 10000$ სანატრელი გაუხდათ, ნუ წელს ლამის სამჯერ ავიდა უკვე 10000$, მაგრამ 11000-13000$ როგორც წინა ზაფხულში იყო ჯერ-ჯერობით ახლოსაც არ ყოფილა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.