Jump to content

Recommended Posts

Posted

იზოლაციის პერიოდში ბევრმა დაიწყო საკუთარი კულინარიული უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მა რიცხვს არ ჩამორჩა NVIDIA-ს დამფუძნებელი Jen-Hsun Huang, რომელმაც 14 მაისისთვის დაგეგმილ პრეზენტაციამდე საზოგადოებას აჩვენა პროდუქტი, რომელსაც ხუმრობით უწოდა „მსოფლიოში ყველაზე დიდი ვიდეო დაფა“, და იგი საკუთარი სამზარეულოს ღუმელიდან გამოიტანა. 

image.jpeg 

როგორც წესი, აქმდე NVIDIA-ს პრეს-სამსახურ დაგეგმილ ღონისძიებამდე ადრე იწყებდა სოციალურ ქსელებში საზოგადოების დაინტრიგებას სხვადასხვა რებუსით, თუმცა ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელმა სწორხაზოვნად იმოქმედა: 27 წამიან ვიდეორგოლში მან წარადგინა საკუთარი ღუმელიდან „მომზადებული“ ყველაზე დიდი ვიდეო დაფა. უზარმაზარი სერვერული სისტემა, რომელიც მას მოხერხებულად ეკავა დამჭერებით, განთავსებული იყო საკვების დასანაწევრებელ დაფაზე. 

image.jpeg 

კადრებზე შეგვიძლია ვიხილოთ გაგრილების სისტემის რადიატორები, რომლებიც ნამდვილად ამშვენებს გრაფიკულ პროცესორებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ NVIDIA-მ ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი „DGX A100“, ჩვენ წინაშე შესაძლოა იყოს გამომთვლელი სისტემა DGX-2-ის შთამომავალი, რომელშიც გამოყენებულია Volta გრაფიკული პროცესორები. განსხვავება ის გახლავთ, რომ DGX-2-ში მოცემულია 16 Volta გრაფიკული პროცესორი, DGX A100 კი შესაძოა ახალი თაობის რვა გრაფიკული პროცესორით შემოიფარგლოს. 

თავის ქმედებას Jen-Hsun Huang-მა დაურთო რეპლიკები - „გარკვეული პერიოდი მზადდებოდა“ და „მსურს რაღაც გაჩვენოთ“. ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი სერვერული სისტემა ახალი (Ampere) აობის გრაფიკული პროცესორებით უახლოეს პერიოდში იქნება ოფიციალურად წარდგენილი.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.