Jump to content

Recommended Posts

Posted

ანალიტიკურ კომპანია Glassnode-ში გამოიკვლიეს პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ევოლუცია წინა ჰალვინგის შემდეგ და დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მის ძირითად პარამეტრებში. 

2016 წლის 9 ივლისის ჰალვინგის შემდეგ დემდე Bitcoin-ის მფლობელების რაოდენობა არა მარტო 234%-ით გაიზარდა, არამედ იმ მნიშვნელობას გადააჭარა, როდესაც ფასი 20 ათას დოლარიან ნიშნულთან ახლოს იმყოფებოდა. მოსალოდნელი მესამე ჰალვინგის წინ მათმა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია. 

image.jpeg 

ასევე გაიზარდა დეცენტრალიზებული ქსელის მაჩვენებელიც, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მფლობელების რიცხვის მატებით, არამედ Bitcoin-ის ფასის ზრდითაც. ზრდის ფონზე ≥ 0,1 BTC და с ≥ 1 BTC მისამართების რიცხვი ამ პერიოდში გაიზარდა 64% და 142%-ით, შესაბამისად, 1000 BTC და მეტის მფლობელი „ვეშაპების“ რაოდენობა 7%-ით შემცირდა, მაი საფულეების რაოდენობა კი მხოლოდ 13%-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

წინა ჰალვინგის შემდეგ ასევე გაიზარდა ტრანზაქციების რიცხვი (44%-ით) და მათი მოცულობის საშუალო ცვლადი (682%-ით), რამაც 2.11 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი სტაბილური დარჩა მიუხედავად მიმდინარე წლებში BTC-ის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა. 

image.jpeg 

განსაკუთრები შთამბეჭდავია ჰეშრეითის ზრდა: 1,57 EH/s-დან 109,03 EH/s-მდე ანუ 6837%-ით ზრდა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ასევე მიგვითიებს, თუ როგორ გაიზარდა ქსელის უსაფრთხოების დონე. 

image.jpeg 

რიგით მესამე ჰალვინგ რამდენიმე საათის წინ მოხდა. სწორედ ჰალვინგს უკავშირებს ბევრი პირველი კრიპტოვალუტის ახალი ტემპით ზრდას, თუმცა ამავე დროს დაუშვებელია არ აღინიშნოს მაინერების შეშფოება, რომელთა შემოსავალი ორჯერ შემცირდება 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.