Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა უკვე დაიწყო Xe DG1 დისკრეტული ვიდეო დაფების გავრცელება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს შორის. შედეგად დაფების შესახებ მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი, რადგანაც ადაპტერების ტესტირებების შედეგად ინფორმაცია ხვდება ისეთ ბაზებში, როგორიცაა Geekbench 5 ბენჩმარკი. 

image.jpeg 

ამჯერად ახალი ინფორმაცია გამოჩნდა SiSoftware-ის ბაზაში, სადაც მოხდა მე-12 თაობის არქიტექტურის მქონე ამაჩქარებლის ტესტირება. ამაჩქარებელი წარმოდგენილია 96 EU-თი, რომლებიც მშაობენ 1,5 გჰც-ზე (სავარუდოდ DG1 მოდელი). ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ადაპტერს აქვს 768 გამომთვლელი ბირთვი. გატესტილ ნიმუშს 3 გბ მეხსიერება აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერიულ პროდუქტსაც იდენტური მახასიათებლები ექნება. 

ამაჩქარებელი - ეს გახლავთ დესკტოპ ვერსიად სახეცვლილი ინტეგრირებული მობილური გრაფიკული ადაპტერი. ამაზე მიუთითებს OpenCL ტესტი, რომელშიც იგი განისაზღვრა, როგორც „მე-12 აობის მობილური გრაფიკული“ კონტროლერი. აქედან გამომდინარე, Xe LP ჩიპზე აგებული DG1 მოდელი საწყისი დონის ვიდეო დაფაა. 

image.png 

ადაპტერი DG2 საშუალო სეგმენტში მოხვედრის კანდიდატია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ მას 2048 ბირთვი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის გრაფიკული ადაპტერების შესახებ ცნობები რეგულარულად ხმაურდება, ამჟამად უცნობია რომელი სეგმენტის განვითარებაზეა კომპანია ორიენტირებული მიმდინარე წელს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.