Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია მეხუთე თაობის კავშირის ქსელებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შემუშავებაში. 5G აღჭურვილობისა და ამ მიმართულებით ტექნოლოგიების განვიარების პარალელურად Huawei გაერთიანდა თვრამეტ ჩინუ მანქანამშენებელ კომპანიასთან, რათა შექმნან „საავტომობილო 5G ეკოსისტემა“, რომელიც ხელს შეუწყობს 5G ტექნოლოგიის კომერციალიზაციას საავტომობილო წარმოებაში. 

image.jpeg 

ამ მიმართულებით Huawei იმუშავებს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა FAW Group, Changan Automobile, Dongfeng Group, SAIC Group, BYD, Great Wall Motor და სხვები. Huawei-ი მიიჩნევენ, რომ 5G ტექნოლოგიასან დაკავშირებული ინოვაციები განვითარებისთვის ბიძგს მისცემს საავტომობილო ინდუსტრიას. მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე, მინიმალური შეფერხება და სიმედოობა ახლ შესაძლებლობებს იძევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ავტონომიური მართვის სისტემების შემუშავებისთვის და ა.შ. 

გასულ წელს Huawei-მ წარადგინა წარმოებაში პირველი 5G მოდული MH5000 ავტომობილების დაკავშირებისთვის, მის საფუძველს წარმოადგენ საფირმო მოდემი Balong 5000, რომელიც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელში მუშაობას. ჩინური კომპანია აგრძელებს სხვადასხვა მანქანათმშენებელ კომპანიასთან თანამშრომლობას და ქმნის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძიათ საავტომობილო წარმოების ხელშეწყობა. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს შესაძლებლობა - დადებითი გამოცდილება მიიღონ ქსელთან დაკავშირებული ავტომობილებით. 

საინფორმაციო წყარო ასევე აღნიშნავს, რომ Huawei მონაწილეობისთვის იწვევს სხვა საავტომობილო კომპანიებსაც, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ საავტომობილო 5G ეკოსისტემის“ შექმნაში ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ ჩინური კომპანიები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.