Jump to content

Recommended Posts

Posted

Maingear-ის ასორტიმენტში გამოჩნდა მაღალი წარმადობის დესკტოპ სისტემა Pro WS, რომელიც გათვლილია პროფესიონალური სფეროსთვის, მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნისა და დამუშავებისთვის და ა.შ. 

image.jpeg 

სამუშაო სადგური პროცესორების მხრივ  ხელმისავდომია შემდეგ კონფიგურაციებში:  

ვერსია პროცესორით Intel Core i9-9900K (8 ბირთვი; 3,6–5,0 გჰც) და Core i9-10980XE (18 ბირთვი; 3,0–4,6 გჰც), აგრეთვე ჩიპებით - AMD Ryzen 9 3950X (16 ბირთვი; 3,5–4,7 გჰც) და AMD Ryzen Threadripper 3990X (64 ბირთვი; 2,9–4,3 გჰც). 

ფლაგმანურ კონფიგურაციაში DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს აღწევს. შესაძლებელია ორი M.2 NVMe SSD-ისა და ოთხი 3.5-დუიმიანი დისკის დაყენება: მონაცემთა შესანახი სივრცის ჯამური მოცულობა 72 ტერაბაიტს აღწევს. 

image.jpeg 

მომხმარებლები შეძლებენ ოთხ ერთეულამდე NVIDIA GeForce Titan RTX 24GB GDDR6, NVIDIA Quadro RTX 8000 48GB GDDR6, AMD Radeon 5700 XT 8GB GDDR6 ან AMD Radeon Pro WX 9100 16GB HBM2 ვიდეო დაფების დაყენებას. 

image.jpeg 

გაგრილებას უზრუნველყოს თხევადი გაგრილების ეფექტური სისტემა. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებლია Windows 10 Pro. 

სამუშაო სადგურ Maingear Pro WS-ს საწყისი ფასია დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარი. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.