Magdalena Posted May 7, 2020 Posted May 7, 2020 კომპანია IC Insights-მა მოამზადა ნახევრადგამტარი პროდუქციის მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი მონაწილეების რეიტინგი. 2020 წლის პირველი კვარტლის რეიტინგში ორი ახალი კომპანია შევიდა - გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი NVIDIA და კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებაა. კომპანია NVIDIA რეიტინგში მეცხრე ადგილზე განთავსდა. ერთი წლის წინ მას ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილი ეკავა. რაც შეეხება HiSilicon-ს, ეს კომპანია მეათე აღმოჩნდა, 2019 წლის პირველ მეოთხედში იგი მეთხუთმეტე ადგილზე იყო განთავსებული. შეგახსენებთ, რომ HiSilicon ასევე აწარმოებს Kirin სერიის ჩიპებს, რომლებიც Huawei-ს სმარტფონებში გამოიყენება. NVIDIA-ს მსგავსად HiSilicon-საც არ აქვს საკუთარი საწარმოო პლატფორმა. ზემოთხსენებული რეიტინგის სათავეში კორპორაცია Intel-ია. მეორე ადგილზე იმყოფება სამხრეთკორეული გიგანტი Samsung, მესამეზე კი TSMC. ჯამში ლიდერების რვა პოზიცია 2019 წლის პირველის კვარტლის შემდეგ უცვლელია. აღსანიშნავია, რომ ნახევრადგამტარი პროდუქციის მსოფლიო ბაზრის წამყვანი ათეულის გაყიდვების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 16 %-ით გაიზარდა. https://bit.ly/35C1APU 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.