Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია IC Insights-მა მოამზადა ნახევრადგამტარი პროდუქციის მსოფლიო ბაზრის უმსხვილესი მონაწილეების რეიტინგი. 2020 წლის პირველი კვარტლის რეიტინგში ორი ახალი კომპანია შევიდა -  გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი NVIDIA და კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებაა. 

image.jpeg 

კომპანია NVIDIA რეიტინგში მეცხრე ადგილზე განთავსდა. ერთი წლის წინ მას ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილი ეკავა. 

რაც შეეხება HiSilicon-ს, ს კომპანია მეათე აღმოჩნდა, 2019 წლის პირველ მეოხედში იგი მეთხუთმეტე ადგილზე იყო განთავსებული. შეგახსენებთ, რომ HiSilicon ასევე აწარმოებს Kirin სერიის ჩიპებს, რომლებიც Huawei-ს სმარტფონებში გამოიყენება. NVIDIA-ს მსგავსა HiSilicon-საც არ აქვს საკუთარი საწარმოო პლატფორმა. 

image.jpeg 

ზემოთხსენებული რეიტინგის სათავეში კორპორაცია Intel-ია. მეორე ადგილზე იმყოფება სამხრეთკორეული გიგანტი Samsung, მესამეზე კი TSMC. ჯამში ლიდერების რვა პოზიცია 2019 წლის პირველის კვარტლის შემდეგ უცვლელია. 

აღსანიშნავია, რომ ნახევრადგამტარი პროდუქციის მსოფლიო ბაზრის წამყვანი ათეულის გაყიდვების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 16 %-ით გაიზარდა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.