Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა ახალი თაობის სამომხმარებლო დესკტოპ პროცესორები, რომლებიც Comet Lake-S სერიაში შევიდა. ამჟამად კი საწარმოო და ინტეგრირებული სისტემების მწარმოებელმა კომპანია DFI- გაამხილა ცნობები იმავე თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. 

image.jpeg 

DFI წარმოგვიდგენს პროცესორების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნება მის სისტემებში Intel W480 და Q470 სისტემურ ლოგიკაზე. თუკი Q-სერიის ჩიპსეტები ადრე მოცემული იყო Intel-ის სამუშაო სადგურების ასორტიმენტში, W480 გახდა W-სერიის სისტემური ლოგიკის დებიუტი. იგი განკუთვნილია სამუშაო სადგურების შექმნისთვის და გვევლინება, როგორც რაღაც შუალედური Q470-სა და Z490-ს შორის. Intel W480 ჩიპსეტს აქვს vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა სისტემის დისტანციურად მართვისთვის, რაც სასარგებლო იქნება მსხვილი კომპანიების სისტემებში გამოყენებისას.  

image.jpeg 

კომპანია DFI მოიხსენიებს Xeon vPro პროცესორების ექვს მოდელს, ასაჯაროებს მათ ძირითად მახასიათებლებს, თუმცა არ აზუსტებს კონკრეტული მოდელების სახელწოდებებ. წარმოდგენილი მონაცემების თანახად Intel წარადგენს ორ-ორ ექვს-, რვა- და ათბირთვიან Xeon vPro დესკტოპ პროცესორს. ყოველ წყვილში ერთ-ერთი პროცესორის TDP-ის დონე 35 ვატამდე იქნება, მეორისა კი - 80 ვატამდე. ტაქტის სიხშირეები სამწუხაროდ არ ხმაურდება, თუმცა ისინი აშკარად დაბალი იქნება სამომახმარებლო Core მოდელების სიხშირეებთა შედარებით. ასევე ცნობილია, რომ Xeon vPro იმუშავებს მხოლოდ Intel W480-ის მქონე დაფებზე. 

იმავე ჩამონათვალში ფიგურირებს ახალი თაობის Intel Core E, Pentium E და Celeron E პროცესორები, რომელთა შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია Intel-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამ სერიაში შესულია ორიდან ათ ბირთვამდე რაოდენობის მქონე პროცესორები. TDP-ის დონე სტანდარტულ მოდელებში 65 ვატია, TE ინდექსის მქონე მოდელებში კი - 35 ვატი. უფრო დაბალი TDP-ის დონის უზრუნველსაყოფად შემცირდა Core E პროცესორების სიხშირეები სამომხმარებლო მოდელების სიხშირეების დონემდე. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.