Magdalena Posted May 5, 2020 Posted May 5, 2020 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა ახალი დაბალბიუჯეტური პროცესორები AMD Ryzen 3 3100 და Ryzen 3 3300Х. პირველი მათგანის ფასია 100 აშშ დოლარი, მეორისა კი - 120 აშშ დოლარი. ორივე ვერსიას აქვს ოთხი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით. მათი შედარება მოხდა Intel-ის ერთ დაბალბიუჯეტურ წარმომადგენელთან. ეს არის მეათე თაობის პროცესორი Core i3-10100. ექსპერიმენტის სიზუსტის მიზნით მოხდა პროცესორების ტესტირება როგორც ნომინალურ, ისე აჩქარებულ სიხშირეებზე. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, AMD-ს პროცესორმა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები დააფიქსირა, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ. წარმოდგენილ ცხრილზე მოცემულია შედარებები. შედეგი საკმაოდ წინააღმდეგობრივია. Fire Strike Physics Score ტესტში წინ არის Ryzen 3 3100, მისი უპირატესობა დაახლოებით 2 ათასი ქულაა. Time Spy CPU Score ტესტში კი პარიტეტია. ამ ვითარევბაში ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: Ryzen 3 3100 მოდელისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება ახალი დედა დაფა, რადგანაც იგი შესანიშნავად ერგება АМ4 სოკეტს. Core i3-10100 პროცესორის შემთხვევაში კი საჭირო იქნება მთლიანი სისტემის შეძენა, რადგანაც ახალ ჩიპებს ახალი LGA 1200 სოკეტი სჭირდება. Core i3-10100 120 აშშ დოლარი ღირს, Ryzen 3 3100 კი - 100 აშშ დოლარი. რას აირჩევს მომხმარებელი მასობრივად, უცნობია, თუმცა დაპირისპირება უკიდურესად საინტერესოა. https://bit.ly/2W41SMt 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now