Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენა CES 2020-ზე წარდგენილი Yoga Slim 7 სერიის Lenovo- ულტრაბუკები გაყიდვაში 16 მაისიდან გამოვა. ამის შესახებ Lenovo- განაცხადა სოციალუ ქსელ Weibo-ზე. მაისის რელიზი ეხება მხოლოდ ჩინეთის ბაზარს, გლობალური გაყიდვები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. 

image.jpeg 

 

Lenovo Yoga Slim 7 სერიაში წარმოდგენილია 14-და 15-დუიმიანი მოდელები, მოწყობილობებს აქვთ Intel-ისა და AMD-ის უახლესი პროცესორები. 

კომპანია მიგვითითებს, რომ AMD-ის პლატფორმაზე არსებული 14-დუიმიანი მოდელები 14 მაისიდან გაიყიდება. მობილური სისტემის მაქსიმალური კონფიგურაცია კი წარმოდგენილი იქნება AMD Ryzen 7 4800U პროცესორითა და ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემით, ექნება 16 გბ LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება და 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe SSD. 

წინასწარი შეკვეთების ფარგლებში ამ მოდელის ფასი დაახლოებით 708 აშშ დოლარი იქნება, ბაზარზე სრულფასოვანი გამოსვლის შემდეგ კი ფასი აიწევს 779 აშშ დოლარამდე. 

ევროპულ ბაზარზე AMD Ryzen 7 4800U პროცესორის მქონე 14-დუიმიანი მოდელი Lenovo Yoga Slim 7 უახლოეს მომავალში გამოვა. ავდაპირველა AMD-ვერსიის ულტრაბუკის გაყიდვაში გამოსვლა აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა კომპანიას კორონავირუსმა და მისგან გამოწვეულმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.