Jump to content

NVIDIA გეგმავს ვიდეო დაფების გამოშვებას ორი ახალი არქიტექტურა Ampere-სა და Hopper-ის ბაზაზე - 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან


Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა, რომ 14 მაისს შედგება მომდევნო თაობის არქიტექტურის - NVIDIA Ampere-ს ანონსი. ბოლო ცნობებით მტკიცდება, რომ ახალი ფლაგმანი GeForce RTX 3080 Ti იქნება ორჯერ სწრაფი ბაზრის ამამინდელ ლიდერ RTX 2080 Ti-ზე. ახლახანს კი გავრცელდა ცნობები, რომლებიც დაბნეულობას ქმნის Nvidia-ს სამომავლო ვიდეო ბარათებთან დაკავშირებით. 

image.png 

დავიწყოთ ყველაზე მარტივით: NVIDIA ნამდვილად გახდება TSMC-ის ერთ-ერთი უმსხვილეი კლიენტი მიმდინარე წელს. ტაივანური კომპანია „მწვანეებისთვის“ გამოუშვებს სილიკონს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. სწორედ ამ ტექნოლოგიის ბაზაზე გამოვა NVIDIA Ampere თაობის ვიდეო დაფები. ეს პროდუქტები 2020 წლის მესამე კვარტლიდან გაიყიდება.  

არსებობს სხვა ინფორმაციაც: ამა წლის მეორე კვარტალში Samsung დაიწყებს ჩიპების წარმოებას საკუთარი 5-ნანომეტრიანი EUV ტექნოლოგიით (5LPE). სამხრეთკორეული კომპანია ამტკიცებს, რომ მოხმარებლებს შორის უდიდესი ნაწილი უკავია სამომხმარებლო გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა ვიდეო დაფებიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შემხვევაში საუბარი ეხება NVIDIA Hopper არქიტექტურას. რატომ ყიდულობს კომპანია ერთდროულად სხვადსხვა ტექნოპროცესით წარმოებულ ჩიპებს - ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა ფლაგმანურ მოდელებს ჰქონდეს მოწინავე 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული ჩიპები და ისინი გამოყენებულ იქნას მანქანური სწავლების სისტემებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ქლაუდ-გამოთვლებში. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით 14 მაისს გაირკვევა, ექსპერტები სწორედ ამ დეს ელიან კომპანიის სამომავლო სამოქმედო გეგმის გამოჩენას. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.