Magdalena Posted May 4, 2020 Posted May 4, 2020 კომპანია Strategy Analytics-მა შეაფასა პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე ძალაუფლების ბალანსი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შეჯამების შედეგად: წარმოებამ კიდევ ერთი ვარდნა დააფიქსირა - გლობალური მიწოდება დაახლოებით 12 %-ით არის შემცირებული. გასული წლის პირველ მეოთხედში გაიყიდა დაახლოებით 36.6 მლნ პლანშეტი, მიმდინარე წლის მაჩვენებელი კი მხოლოდ 22.2 მილიონია. აღსანიშნავია, რომ წარმოებაზე გავლენა მოახდინა ახალმა კორონავირუსმა და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა. მიწურული კვარტლის შეჯამების შედეგად პლანშეტების უმსხვილესი მომწოდებელია კომპანია Apple თითქმის 30%-იანი წილით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი შედეგი მას პირველად აქვს 2013 წლის შემდეგ. წამყვან კომპანიებს შორის მეორე ადგილზეა Samsung-ი ბაზრის 14.6%-იანი წილით. მას მოსდევს Huawei 9.4%-ით. შემდეგ პოზიციებზე კი განთავსდა Amazon და Lenovo 8,6 % და 4,9 %-იანი მაჩვენებლებით, შესაბამისად. Android-პლანშეტებზე მოდის მთლიანი ბაზრის 57.1 %. 29.8 %-იანი წილი უჭირავს iOS-ბაზაზე არსებულ მოწყობილობებს, დაახლოებით 12.6% კი პლანშეტებს, რომლებიც მუშაობს Windows-ზე. Chrome OS-ზე მომუშავე პლანშეტების წილი მხოლოდ 0.5%-ია. https://bit.ly/2VVCzMt 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now